აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში საკმაოდ მრავლად გვხვდება სხვადასხვაგვარი, დაახლოებით 5-დან 60 მეტრამდე სიგრძის, ერთ ან მრავალკასკადოვანი ჩანჩქერები, რომელთა უმეტესობა მთავარი გზებიდან მოშორებით მდებარეობს. ზოგიერთ მათგანთან მისვლა მანქანითაა შესაძლებელი, ზოგი ტურისტული მარშრუტის ნაწილია და ბოლომდე მხოლოდ ფეხით ადიან. ჩანჩქერთა უმრავლესობაზე ცურვაც დასაშვებია.

აჭარის მდინარეებზე კასკადურ ჩანჩქერებთან, ორ ადგილას არის შესაძლებელი კანიონზე დაშვება. ეს არის სოფლები კაპნისთავი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) და უჩხო (ხულოს მუნიციპალიტეტი). ორივე ლოკაციაზე მოწყობილია კანიონინგისთვის საჭირო აღჭურვილობა, რაც ხელს უწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას აჭარაში.

აჭარის საუცხოო, ავთენტიკურ ბუნებას მისი ჩანჩქერები გაცილებით შთამბეჭდავსა და მჩქეფარეს ხდის. ეს არის ადგილები, რომლებიც ქალაქის ხმაურსა და სტრესს დაგავიწყებთ, ბუნების ხმების მოსმენა კი სულიერადაც დაგასვენებთ.

აღწერა

ძენწმანის ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში მდებარეობს. ცენტრალური გზიდან 4 კმ. დაშორებით არის, ხოლო  გზიდან ჩანჩქერამდე 100 მ.  ციცაბო ბილიკი ჩადის, რომელზეც მოწყობილია მოაჯირები.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ძენწმანი, ქედა
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ზუნდაგას ჩანჩქერი
ზუნდაგას ჩანჩქერი

ჩანჩქერები ქედა

მერისის ჩანჩქერი
მერისის ჩანჩქერი

ჩანჩქერები ქედა

მახუნცეთის  ჩანჩქერი
მახუნცეთის ჩანჩქერი

ჩანჩქერები ქედა

დანდალოს ჩანჩქერი
დანდალოს ჩანჩქერი

ჩანჩქერები ქედა