მანძილი ბათუმიდან: 117კმ
მანიძილი ხულოდან: 42კმ
ციხე XI- XIII სს.-ით თარიღდება. ციხეს უძველესი დროიდან ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან ციხიდან კარგად მოსჩანს სხალთისწყლის წყლის ხეობა, არსიანისა და შავშეთის მთები და მთაზე შეფენილი სოფლები. ციხე მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფ.ხიხაძირის დასავლეთით. ციხის დანგრევა უშუალოდ ოსმალური შემოსევების პერიოდთან არის დაკავშირებული. ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში აღმოჩნდა პატარა ზომის ეკლესიის ნაშთები. აღმოჩენილი მასალების მიხედვით ჩანს, რომ იგი შიგნიდან მოხატული ყოფილა. ფრაგმენტებზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერის ნაშთები. აღმოჩენილია მარანი, სადაც ნაპოვნია 8 ქვევრი.
სასურველი პერიოდი: აპრილი - ნოემბერი
როგორ მოვხდეთ: ბათუმი-ხიხაძირი
მისამართი: მაიაკოვსკის ქ. №1.