მანძილი ბათუმიდან: 25 კმ

მანძილი სოფ. აჭარისწყალიდან: 6.5 კმ

  ციხის სიმაღლე მდინარე მაჭახელას დონიდან 50 მეტრამდეა. ციხიდან საოცარი პანორამული ხედები იშლება, რადგან ულამაზეს მთებსა და მდინარეებს გადმოჰყურებს. მთლიანობაში გვარას ციხეს 150 კვ მეტრი ფართობი უჭირავს. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3-6 მეტრამდეა. გვარას ციხის ძირითადი ფუნქცია ხეობაზე გამავალი გზების კონტროლი იყო, ასევე, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ციხე თავდაცვის მხრივაც დიდ როლს ასრულებდა. არქეოლოგების მიერ ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია XI საუკუნით დათარიღებული 22 ქვევრი. ეს კი იმის ვარაუდს გვაძლევს, რომ ციხე X-XVIII საუკუნეებში ფუნქციონირებდა. გვარას ციხის სამხრეთ ნაწილში აღმოჩენილია ჭა, რომელსაც სამკუთხა ნაგებობა აქვს მიდგმული, მის ქვეშ კი სათავსოა. ჭის სიღრმე 2.80 მეტრია თუმცა ვარაუდობენ, რომ ის უფრო ღრმა იყო. 

სასურველი პერიოდი : მთელი წელი

როგორ მოვხვდეთ :  მიკროავტობუსი: №400;  №401;  სოფელ კირნათისკენ მიმავალ გზაზე გვარას ციხის გადასახვევიდან ციხემდე უნდა გაიაროთ დაახლოებით 300 მ (0.3 კმ).

მისამართი : ბათუმის ავტოსადგური, შავშეთის ქ. 24, ბათუმი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
გვარა, ხელვაჩაური
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ჩიქუნეთის ციხე
ჩიქუნეთის ციხე

ციხეები ხელვაჩაური