მანძილი ბათუმიდან: 30 კმ

მანძლი სოფ. აჭარისწყლიდან : 13 კმ 

 

 ჩიქუნეთის ციხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიქუნეთისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.
 დღესდღეობით ციხის მხოლოდ ნანგრევები 32 მეტრი სიგრძის გვირაბია შემორჩენილი. ციხე ზემოდან აკონტროლებდა მაჭახლის ხეობაში გამავალ სამხედრო სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის გზას.

 ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა ტიპის ნაგებობები, ციხის ახლოს ფერდობზე რამდენიმე წლის წინ შემთხვევით აღმოჩნდა მარანი, სადაც სხვადასხვა ზომის 8 ქვევრი იყო განლაგებული. ციხეც და მარანიც XI-XIII საუკუნეებით თარიღდება.

 

სასურველი პერიოდი : მთელი წელი

როგორ მოვხვდეთ : №403 №404 მიკროავტობუსი

მისამართი : ბათუმის ავტოსადგური, შავშეთის ქ. 24, ბათუმი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ჩიქუნეთი, ხელვაჩაური
გაზიარება

მსგავსი ადგილები

გვარას ციხე
გვარას ციხე

ციხეები ხელვაჩაური