ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კმ.-ში მდებარეობს და უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა. ხეობაში 18 სოფელი შედის და 1470 მოსახლეს მოიცავს. ეს სოფლებია: ვანაძეები, ვაშაყმაძეები, მეკეიძიები, მეხალაშვილები, ადაძეები, გორგაძეები, მინთაძეები, ღორჯომი, ახალი უბანი, ტუნაძეები, ქურდული, ლაბაიძეები, მერჩხეთი, სტეფანაშვილები, წინწკალაშვილები, ჭახაური, დავლაძეები, ცეცხლაძეები. ღორჯომის ხეობაში აგრეთვე არის დიდაჭარის, საციხურისა და აგარის თემები. ღორჯომის სოფლები ცნობილია, როგორც მიწათმოქმედებით, ასევე პირუტყვის სიმრავლით, დიდი რაოდენობით ჰყავთ ცხენებიც, რაც დამატებით მიმზიდველობას წარმოადგენს სათავგდასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის. ხეობაში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი და კასკადოვანი ჩანჩქერები.
მარშრუტის აღწერა:
ღორჯომის ხეობა საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულია. სოფლის ცენტრში ნახავთ საქართველოში უდიდეს ხუთგუმბათიან ხის მეჩეთს. აქედან დაახლოებით 450 მეტრში გვხვდება გზაგასაყარი, საიდანაც პირდაპირ გაგრძელების შემთხვევაში გზა ბახმაროსთან ადის, ასევე მიდის ჩანჩქერების სათავესთან, ხოლო თუ მარჯვნივ მოვუხვევთ, დავლაძეების უბანში შევალთ და საკემპინგე მდელოზე და ჩანჩქერებთან მოვხვდებით. კასკადოვანი ჩანჩქერების პირველი ვარდნილის სიმაღლე არის 12 მ. და 500 სმ., მეორე ვარდნილის - 14 მ., მესამე- 16 მ., ხოლო მეოთხეს სიმაღლეა 19 მ. გორაკის ძირში, მდინარის პირას არის ვრცელი, მოსწორებული მდელო, რომელიც შეიძლება საკემპინგეთ გამოვიყენოთ. გზა ბახმარომდე მთლიანად გრუნტიანია და გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვისაა შესაძლებელი. სოფელი ღორჯომის შემდეგ გვხვდება სოფელი საჯოგია, რომელიც საზაფხულო საცხოვრებლად გამოიყენება და ზამთარში მთლიანად იცლება. აქ და მომდევნო სოფლებში ძირითადად ხის სახლებია. ასევე გვხვდება მცირე დასახლება, ამ ადგილს სამარილეს ეძახიან. ამის შემდეგ მივუყვებით გზას ლეკნარისკენ, სადაც კიდევ ერთი ჩანჩქერი გვხვდება. სოფლის ცენტრში მდებარეობს მცირე ზომის მეჩეთი. ლეკნარიდან გზას შემაღლებულ ფერდზე მივუყვებით, საიდანაც სამანქანო გზა წყდება და ფეხით მივემართებით „მყვირალა ქვებისკენ". ეს ის ადგილია, სადაც, ადგილობრივების ინფორმაციით, ძველად ჯარის სადგომი იყო. ამ ადგილიდან მშვენიერი ხედები იშლება, ახლო-მახლო მრავლადაა სასმელი წყაროებიც, ამიტომ შესანიშნავი ადგილია საბანაკედ. მარჯვნივ კლდის მასივი- „მრგვალი კაპანი“ ანუ მრგვალი კლდე მდებარეობს. მის ძირში გაშლილი ვრცელი სივრცეებით. ვბრუნდებით უკან, გამოვდივართ ხეობიდან და მივუყვებით გზას ბახმაროსკენ. სოფელ კიკიბოსთან, სამანქანო გზიდან მარჯვნივ, მდინარის გადაღმა ფერდზე გვხვდება ქვით ნაშენი ძველი ნასოფლარი და ნამოსახლარი. რამდენიმე კილომეტრში კი გზიდან მარცხნივ გვხვდება მცირე ზომის, ქვით ნაშენი „თავშესაფარი“. ამის შემდეგ უკვე შევდივართ სოფელ ზორტიყელში, რომელიც ზემოთ ნახსენებ სოფლებთან შედარებით ყველაზე დიდია და ზაფხულობით მჭიდროდ დასახლებული. აქ, სოფლის ცენტრში გვხვდება როგორც სასურსათო მაღაზიები, ასევე აფთიაქი და მეჩეთი. სოფელში სამანქანო გზის გასაგრძელებლად, უნდა გადავკვეთოთ ხიდი მდინარეზე, რომელიც არის ბეტონითა და რკინით ნაშენები.ზორტიყელის შემდეგ, ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ვხვდებით სოფელ შედრეკილში და შევდივართ ბახმაროში, რომელიც მჭიდროდ დასახლებულია. აქ გვხვდება საოჯახო ტიპის სასტუმროები, სასურსათო მაღაზიები, თონე, საკვები ობიექტები,სამედიცინო პუნქტი. ბახმაროს ცენტრში დგას მთლიანად ხისგან ნაშენები ეკლესია.
ღორჯომის ჩანჩქერი:
სოფელ ღორჯომში 4 კასკადური ჩანჩქერია. ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა კარგად არის მოვლილი და მონიშნული.
ჩანჩქერი №1 - სიმაღლე 12,5მ.
ჩანჩქერი №2 - სიმაღლე 14მ.
ჩანჩქერი №3 - სიმაღლე 16 მ.
ჩანჩქერი №4 - სიმაღლე 19მ.
განთავსება:
საოჯახო სასტუმრო
მდებარეობა: გორჯომის ხეობა, სოფელი ლაბაძეები
ტელეფონი: (+995) 591 95 46 52
ოთახების რაოდენობა: 5
საწოლების საერთო რაოდენობა: 12
ღამისთევა კვებით: 40-50 ლარი.
დამატებითი ინფორმაცია:
საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ღორჯომის ხეობაში, სოფელ ლაბაძეებში. თუ სახლში რამდენიმე დღე დარჩებით, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ნატურალური პროდუქტები და ტრადიციული აჭარული კერძები. მფლობელი სტუმრებს ღორჯომის ხეობიდან კურორტ ბახმარომდე ცხენებით გასეირნებას სთავაზობს.
საოჯახო სასტუმრო
მდებარეობა: ღორჯომის ხეობა
ტელ: (+995) 574 09 47 85
ოთახების რაოდენობა: 4
საწოლების საერთო რაოდენობა: 8
ღამისთევა კვებით: 70-80 ლარი.
დამატებითი ინფორმაცია:
საოჯახო სასტუმრო აშენებულია ტრადიციულ სტილში, ორივე სართული დამზადებულია ხისგან და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. თუ აქ რამდენიმე დღით დარჩებით, ტრადიციული აჭარული კერძებით გაგიმასპინძლდებიან, როგორიცაა ბორანო, კაიმაგი, ყაისაფა, ყურუტი, ჰასუთა, ჩირი, ნიგოზი და ღუმელში გამომცხვარი გოგრა.
საოჯახო სასტუმრო
მდებარეობა: ღორჯომის ხეობა, სოფელი ადაძეები მე-4 ქუჩა №7
ტელ: (+995) 574 09 47 71
ოთახების რაოდენობა: 5
საწოლების საერთო რაოდენობა: 7
ღამისთევა კვებით: 70-80 ლარი.
საოჯახო სასტუმრო ხულო
საოჯახო სასტუმრო ხულო
სათავგადასავლო ხულო
სათავგადასავლო ხულო
სათავგადასავლო ხულო
სათავგადასავლო ხულო