ღვინის ტური აჭარაში

 

მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი 
მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან  სოფელ აჭარისწყლამდე - 18 კმ
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო
მარშრუტის სირთულე:  მარტივი
გზის საფარი: ასფალტირებული გზა და სასოფლო გრუნტიანი გზა
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრულად

აჭარაში მევენახეობის კერად მიჩნეულია ქედი მუნიციპალიტეტი. ადგილობრივი წარმოების ყველაზე გავრცელებული ღვინის სახეობები ცოლიკაური და ჩხავერი. ქედაში უნიკალური ყურძნის ჯიშებია გავრცელებულ მათ შორის გამოჩეულია ჩხავერი, რომელიც ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია, მისგან დამზადებული ღვინო ვარდისფერი ელვარებით, ნაზი, ჰარმონიული ბუკეტით და არომატით გამოირჩევა. ქედაში ასევე გავრცელებულია თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ცოლიკაური, რომლისგან მზადდება სუფრის ღვინო ცოლიკაური. მევენახეობის გარდა ქედა ულამაზესი ბუნებითა და ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. ღვინის ტური მაღალმთიან აჭარაში საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ საოჯახო მარნები, დააგემოვნოთ უნიკალური ადგილობრივი ღვინო და უგემრიელესი ტრადიციული კერძები, ასევე გაეცნობით მაღალმთიანი აჭარის უმშვენიერეს ბუნებას და ისტორიულ ძეგლებს.

ღვინის მარშრუტი იწყება სოფელ აჭარისწყლიდან, საიდანაც შესაძლებელია გზის გაგრძელება შვიდი სხვადასხვა მიმართულებით, მიუხედავა იმისა, თუ რომელ მიმართულებას აირჩევთ, მარშრუტის დასაწყისი გაივლის ერთ და იმავე გზას. გზად გაივლით თამარის თაღოვან ხიდს და მახუნცეთის ჩანჩქერს. ორივე ღირშესანიშნაობა მდებარეობს სოფელ მახუნცეთში. ვიზიტორებს შეუძლიათ აქვე დააგემოვნონ ან შეიძინონ ადგილობრივი წარმოების თაფლი.

ტრანსპორტი
თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ  მარნამდე:
მიკროავრობუსით ქედის მიმართულებით. მიკროავტობუსები გადის ძველი ბათუმის სადგურიდან.

შუახევვის და ხულოს მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსით.
ტაქსით. ღირებულება შეადგენს დაახლოებით 50-70 ლარი.

საკუთარი ტრანსპორტით.

სხავა დანაჩენი საორგანიზაციო საკითხებზე დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს ტელეფონის ნომრებზე:
+995 577 90 90 93 / +995 577 90 90 91 / +995 577 90 90 86

ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა სრული სია და კონტაქტები შეგიძლიათ იხილოთ ვებ- გვერდზე www.gobatumi.com

სხვა მარშრუტები

თაგო - სხალთის საფეხმავლო...

  მარშუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლ ი. მისი გავლა შეს...

მერისის ხეობა

  მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ მა...

მტირალას ეროვნული პარკი

  პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო&...

მაჭახელას თოფის გზა

  მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმარშრუტის დასაწყისი / დასასრული:  ბათუმ...

ველომარშრუტი ბათუმი-მირვე...

  მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლ...

მოგზაურობა აჭარულ სოფელში...

  მარშუტის ტიპი - საავტომობილომანძილი ბათუმიდან - 55 კილომეტრიმანძილი ქედიდან - 10 კ...

სამთო-სათხილამურო კურორტი...

მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმა...

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალ...

    მარშრუტის სირთულე: მარტივიმარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), სავ...