მარშრუტის დეტალები:
ხანგრძლივობა: 7 საათი
მანძილი: 14 კმ
სირთულე: მარტივი
ტიპი: სათავგადასავლო
მდებარეობა: ქედა
მარკირებული: არა

მარშრუტი, სოფელი მილისიდან იწყება  და გრუნტიან სამანქანო გზას მიუყვება. მისი გავლა შესაძლებელია როგორც მანქანით, ასევე ფეხით. ბილიკის გარკვეულ მონაკვეთებზე  მაღალი გამავლობის მანქანითაც  მიხვალთ. მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრებთან,  სადაც ხელოვნული ხერგილებია გაკეთებული, მანქანით ვერ გაივლით. აქ შესაძლებელია, დატოვოთ მანქანა და ფეხით გააგრძელოთ მარშრუტი, ან გადახვიდეთ უჩხითში და იქიდან მანქანით გადახვიდეთ მაჭახელაში.

სოფელ მილისიდან მთა მილისამდე 4 კილომეტრია, რომელსაც მაღალი გამავლობის მანქანით გაივლით. მთა მილისიდან მთავარანგელოზის მთისკენ მიმავალ 5 კილომეტრიან გზას კი ფეხით აგრძელებთ. მარშრუტი აქ მაჭახელას ეროვნული პარკის საფეხმავლო ბილიკს კვეთს და გადაკვეთის წერტილიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, გრუნტიან სამანქანო გზაზე გრძელდება. 1 კილომეტრის გავლის შემდეგ, გზის საფარი  ბეტონის გზით იცვლება და 4 კილომეტრის გავლის შემდეგ, მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრთან ჩადის.

 მარშრუტი მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გრძელდება. ჩრდილოეთით, ბეტონის გზა სოფელ აჭარისაღმარში ადის. 4 კილომეტრის გავლის შემდეგ, გზა ისევ  გრუნტიანი ხდება. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით. 1 კილომეტრის გავლის შემდეგ შეგხვდებათ გზაგასაყარი. აქედან დასავლეთით, მთავარანგელოზის მთის ბილიკი გრძელდება. 2 კილომეტრის შემდეგ, მეორე გზაჯვარედინია, საიდანაც ჩრდილოეთის მიმართულებით გზა სოფელი უჩხითისკენ ჩადის. გადასახვევიდან 4 კმ-ში კი, აღმოსავლეთით,  სოფელი მილისია.

გაზიარება