სოფ. მერისი - მთა კოსლითავი - მთა ღომა - იაილა ღომა - სოფ. წაბლანა

მარშრუტის ტიპი:  გამჭოლი, ცალმხრივი;
მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საცხენოსნო, საველოსიპედო;
მარშრუტის სირთულე:  მარტივი;
მარშრუტის საერთო სიგრძე29კმ.;
მაქსიმალური სიმაღლე მარშრუტზე ზღვის დონიდან: 2360მ.;
მარშრუტის ხანგრძლივობა14 საათი;
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივ;
მარშრუტზე მოგზაურობა რეკომენდებულია: აპრილი -სექტემბერი

მარშრუტი არ არის მარკირებული

მარშრუტზე მოგზაურობისას, ბილიკი საქართველო- თურქეთის საზღვარს უახლოვდება, რომლის სავლელადაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული სპეციალური საშვი დაგჭირდებათ.

 

სოფ.მერისი-მთა კოსლითავი

 

მარშრუტი სოფელი მერისიდან იწყება და  სამხრეთით იღებს მიმართულებას. 5 კილომეტრი გრუნტიანი სამანქანო გზის გავლის შემდეგ,  სოფელ ჭალათია. სოფლის ტერიტორიაზე ორი ჩანჩქერია, რომელთა მოსანახულებლადაც გზიდან გადახვევაა საჭირო. პირველი ჩანჩქერის- გოდერძის ჩანჩქერის სანახავად კერძო საკუთრებაში მყოფი ეზო უნდა გაიაროთ და მდინარის ხეობისკენ დაეშვათ. ჩასვლა არ გაგიჭირდებათ, რადგან ჩასასვლელი საკმაოდ კარგად არის მოწყობილი. ჩანჩქერის მახლობლად, ნაპირზე საკმაოდ დიდი სივრცეა. მეორე ჩანჩქერთან მისასვლელად, უკან სოფელში ამობრუნდებით, იქ, სადაც გოდერძის ჩანჩქერისკენ გადმოუხვიეთ, 200 მეტრს გაივლით და გადაუხვევთ. ჩანჩქერამდე მანქანითაც შეგიძლიათ ჩასვლა. მდინარის ნაპირზე აშენებულია ფანჩატური. ჩანჩქერი აქედან 50 მეტრშია.

ჩანჩქერიდან სოფელში დაბრუნების შემდეგ, სვლას გრუნტიანი სამანქანო გზით  მთა კოსლითავისკენ გააგრძელებთ. მარშრუტი ლამაზ, ტყიან მასივებს მიუყვება.

12 კილომეტრის გავლის შემდეგ, მთა კოსლითავის იაილაზე ახვალთ, საიდანაც მშვენიერი პანორამული ხედი იშლება. იაილადან ღომას მთის მიმართულებით გზის გასაგრძელებლად, სპეციალური საშვია საჭირო. ეს ტერიტორია სახელმწიფო საზღვართან ახლოს მდებარეობს და მისი გავლა მესაზღვრეების წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლებელია.

 

სოფ.წაბლანა-მთა ღომა

 

სოფელი წაბლანადან მარშრუტი საკმაოდ ფართო, გრუნტიან საავტომობილო გზას მიუყვება, რომელზეც მსუბუქ ავტომობილებსაც შეუძლიათ გადაადგილება.

სოფლიდან 6,4 კილომეტრის გავლის შემდეგ იაილა ღომაზე ადიხართ, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. ზაფხულში ამ ადგილს ადგილობრივი მოსახლეობა  აქტიურად იყენებს დასასვენებლად. მოგზაურობა იაილადან სამხრეთით, ასევე გრუნტიანი სამანქანო გზით გრძელდება მთა ღომას მიმართულებით.

იაილა ღომადან  2 კილომერტში, ღომას მთის ასასვლელთან  მესაზღრეთა პუნქტია. ღომას მთაზე ასვლა ჩვეულებრივად შესაძლებელია, ხოლო რაც შეეხება მთა კოსლითავს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,  სახელმწიფო საზღვართან ახლოს მდებარეობს  და გადასაადგილებლად  სპეციალური საშვია საჭირო.

 

სხვა მარშრუტები

ახო - ხინო(დიდვაკე) - ხი ...

მარშრუტის საერთო სიგრძე - 45 კმ; საავტომობილო მონაკვეთის სიგრძე-11კმ; საფეხმავლო მონაკვეთის სიგრძე ...

ხულო - სოფ. თაგო - მთა არ ...

მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედემარშრუტის სა ...

ველომარშრუტი ბათუმი-მირვე ...

    მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლო ...

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალ ...

მარშრუტის სირთულე: მარტივიმარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), საველოსიპედე;მ ...

მტირალას ეროვნული პარკი

პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო მანძილი ბათუმ ...

სოფ. ოქტომბერი - მთა დიდვ ...

მარშრუტის ტიპი:  გამჭოლი, ცალმხრივი;მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საცხენოსნ ...