მაჭახელას თოფის გზა

მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მარშრუტის დასაწყისი / დასასრული:  ბათუმი - სოფელი ზედა ჩხუტუნეთი
მანძილი ბათუმიდან: 39 კმ.
ხანგრძლივობა: ერთი ან რამდენიმე დღე
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო
სირთულე: მარტივი
გზის საფარი: ასფალტირებული გზა

მაჭახელას ხეობა ბათუმიდან სამხრეთით, მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავიდან იწყება. ხეობა ცნობილია თოფი მაჭახელას და საოჯახო ხანჯლების ისტორიით, კულტურულ-ისტორიული ძეგლებითა და ეროვნული პარკით.
„მაჭახელას თოფის გზის“-ს მარშრუტი საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ თოფი „მაჭახელას“ მონუმენტი,  გვარას ციხე,  მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი სოფელ სკურდიდში, ცხემლარას თაღოვანი ხიდი,  ულამაზესი ჩანჩქერი და ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. 


ტურისტული მარშრუტი იწყება ბათუმიდან და მიუყვება ბათუმი - ახალციხის გზატკეცილს. სოფ. აჭარისწყლიდან გზა მიემართება მდინარე ჭოროხისა და მაჭახლისწყლის შესართავთან, საიდანაც 300 მეტრის მოშორებით გვხვდება გვარას ციხის ნანგრევები, აქედან გზა გრძელდება მდინარე მაჭახელას ხეობის მიმართულებით და სოფელ სკურდიდში, ისტორიულ ქვემეხსა და ამბრაზურასთან მივყავართ. გზად გვხვდება XII საუკუნეშია აგებული ცხემლარას თაღოვანი ხიდი. ხეობის აყოლებით მივდივართ სოფელ ზედა ჩხუტუნეთში. აქ დამთვალიერებელს ულამაზესი ჩანჩქერი ელის, რომლის ფორმა გამორჩეულია და კიბის საფეხურებს წააგავს. მარშრუტი გრძელდება ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმართულებით, რომელიც ყოფილი მეჩეთის სამსართულიან შენობაშია განთავსებული. გზიდან მაჭახელას ხეობის შთამბეჭდავი ხედები იშლება. 


ხეობაში შესაძლებელია მაჭახელას ეროვნული პარკის მონახულება. პარკი ზღვის დონიდან 300-350 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. პარკის ტერიტორიის 95% წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყანის ტყეებს უჭირავთ. ფუნქციონირებს ორი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭარისაღმართის ცენტრში.


ქვედა და ზედა ჩხუტუნეთსა და კოსტანეთში შესაძლებელია ღამისთევა და ტრადიციული კერძების დაგემოვნება საოჯახო სასტუმროებში, სადაც გაეცნობით ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას, გაისეირნებთ მიმდებარე ადგილებში და მოინახულებთ ღირსშესანიშნაობებს.

ტრანსპორტი: 
მუნიციპალური ტრანსპორტი (სამარშრუტო ტაქსი) - მგზავრობის ღირებულება - 2 ლარი.
ქვედა ჩხუტუნეთი - ბათუმი 07:00; ბათუმი - ქვედა ჩხუტუნეთი 16:00;
ზედა ჩხუტუნეთი - ბათუმი 09:00; ბათუმი - ზედა ჩხუტუნეთი 12:30.

ორგანიზებული ინდივიდუალური ან ჯგუფური  ექსკურსია;

ტაქსი (დაახ. 100 ლარი) ან საკუთარი ტრანსპორტი;

ტრანსპორტისა და გიდების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შესაძლებელია დაუკავშირდეთ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს, ნომრებზე: +995 577 90 90 91 / +995 577 90 90 93 ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა კონტაქტიც შეგიძიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:   www.infoadjara.com

 

სხვა მარშრუტები

თაგო - სხალთის საფეხმავლო...

    მარშრუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლი. მისი გავლა შესაძ...

მერისის ხეობა

    მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ. მან...

მტირალას ეროვნული პარკი

    პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო&nb...

ღვინის ტური აჭარაში

    მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი  მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან  ...

ველომარშრუტი ბათუმი-მირვე...

  მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლ...

მოგზაურობა აჭარულ სოფელში...

    მარშრუტის ტიპი - საავტომობილომანძილი ბათუმიდან - 55 კილომეტრიმანძილი ქედიდან - 10 კი...

სამთო-სათხილამურო კურორტი...

მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმა...

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალ...

      მარშრუტის სირთულე: მარტივიმარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), საველ...

სხალთა-ხიხანის ისტორიულ-...

  მარშრუტის სირთულე: მარტივი მარშრუტის საერთო სიგრძე: 104.3 კმ ხანგრძლივობა: 2 სთ.30 წთ. &...

ეკო-სათავგადასავლო მარშრუ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედო, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე:  საშ...

ღორჯომის ხეობა - მთა ლეკნ...

მარშრუტის სირთულე: საავტომობილოდ - რთული (4x4); საფეხმავლოდ - საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საც...

გადამფრენ ფრინველებზე დაკ...

მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ფრინველთა მიგრაცია ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც აჭარაში. ფრინ...

ხულო - სოფ. თაგო - მთა არ...

მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედემარშრუტის სა...

დაბა ხულო - სოფ. უჩხო - ს...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან 6.5 კმ., საფეხმავლო 3.1 კმ.მარ...

დაბა ხულო - სოფ. ზედა დეკ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან სოფ. ქედლებამდე - 4.8 კმ.; ხ...