40% ატრაქციები

ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსი პეტრა-ციხისძირი VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით აშენდა. ციხე -ქალაქი გამორჩეული იყო უნიკალური სამხედრო სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობით. პეტრა-ციხისძირის ტერიტორიაზე გადიოდა გზა, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთს - საქართველოს, ბიზანტიის, სომხეთისა და სპარსეთის ცენტრალურ რეგიონებთან აკავშირებდა.

ციხე ბათუმიდან 17 კილომეტრში, ცენტრალურ გზაზე, სოფელ ციხისძირში მდებარეობს. 

ბილეთების ფასი: 

უფროსებისთვის - 5ლ

სტუდენტებისთვის - 2ლ

16 წლამდე ბავშვებისთვის - 1 ლ

როგორ მოვხვდეთ

მიკროავტობუსი: სამარშრუტო ტაქსი ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით გადის კათოლიკური ეკლესიის ეზოდან (გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩის კვეთა), განრიგი: 08:00-23:00. მგზავრობის საფასური 3 ლარი.

მგზავრობის დაწყებამდე, გააფრთხილეთ მძღოლი, რომ ციხისძირში გსურთ ჩამოსვლა.

სამუშაო საათები

ორშაბათი: 10:00 - 17:00

სამშაბათი-პარასკევი: 10:00 - 17:00

შაბათი-კვირა: 10:00 - 17:00