ქობულეთის დაცული ტერიტორია, ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც  საერთაშორისო მნიშვნელობისაა და ბიომრავალფეროვნების კუთხით  მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს. რომელსაც UNESCO-კოლხეთის ტენიან ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებსმსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსი მიანიჭა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, 4 დაცული ტერიტორია UNESCO- ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
ქობულეთის დაცული ტერიტორია, რომლის ფართობი 770 ჰექტარია, ორ მთავარ ზონას მოიცავს: ისპანი 2 - სფაგნუმიანი ტორფნარი ანუ სახელმწიფო ნაკრძალი და ისპანი 1 ტორფნარი - აღკვეთილი. სწორედ ისპანი 2 ნაკრძალი წარმოადგენს UNESCO- ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ლოკაციას, ხოლო ისპანი 1 ბუფერულ ზონად განიხილება, სადაც შესაძლებელია ვიზიტორების მოზიდვა და ინფრასტრუქტურული განვითარება. მისი ფართობი დაახლოებით 1(ერთი) ჰექტარია.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2021 წელს ()იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ  მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯის, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას.

პროექტის ნაწილი, ბილიკის მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს კოშკის მშენებლობა.

ქობულეთის ტორფნარებზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 700 მეტრს აღწევს. ეს ბილიკი საშუალებას გაძლევთ, დატკბეთ უნიკალური ეკოსისტემით, რომელიც UNESCO- მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.


საკონტაქტო ინფორმაცია:
ქობულეთი
www.apa.gov.ge
(+995) 577 10 18 97
knrknr@mail.ru
გაზიარება

მსგავსი ადგილები

კინტრიშის ეროვნული პარკი
კინტრიშის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკები და ბაღები ქობულეთი

მტირალას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკი

ეროვნული პარკები და ბაღები ქობულეთი