მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 30 კმ.-ში მდებარეობს.
პარკის ტერიტორია წარმოადგენილია მდინარე მაჭახელას ფერდობებზე შეფენილი დაბურული ტყეებით, სადაც თითქმის მთლიანი ფართობი დაფარულია წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყნის ტყეებით. აქვე გვხვდება ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვა.
პარკში ფუნქციონირებს სამი სხვადასხვა სირთულის საფეხმავლო ბილიკი:
მთავარანგელოზის ბილიკი (9 კმ- 4სთ)
მარშრუტი:
სამანქანო მარშრუტი (5 კმ) იწყება სოფ. სინდიეთიდან, ვიზიტორთა ცენტრთან მისვლამდე, ბათუმიდან 24 კმ-ში და მთავრდება სოფლის ბოლო მოსახლის ეზოსთან.
მთავარანგელოზის მთაზე მოხვედრა ასევე შესაძლებელია მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან (სოფ. აჭარისაღმართი) 6, 6 კმ სამანქანო გზის საშუალებით, რომელიც აკავშირებს მთავარანგელოზის მთასთან.
სირთულის დონე:
საშუალო
ქოქოლეთის ბილიკი
მარშრუტი:
სამანქანო მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და მთავრდება სოფ. ქოქოლეთის ბოლო მოსახლის კარმიდამოსთან (9 კმ) და გრძელდება საფეხმავლო ბილიკით კოლხური ტიპის ტყეში (6 კმ)
ღირსშესანიშნაობა:
ქოქოლეთი, პანორამული გადასახედი, საიდანაც მოჩანს თურქეთის დაცული ტერიტორია „ჯამილის ბიოსფერული რეზერვატი“ და ისტორიული „ზედა მაჭახელას“ 6 სოფელი.
სირთულის დონე:
საშუალო
შენიშვნა:
რადგან აქ არის საზაღვრო ზოლი ტურის დაწყებამდე აუცილებელია 5 სამუშაო დღით ადრე შეთანხმება მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან - საშვის მიღებისთვის. მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან-ოქტომბრამდე.
მარშრუტზე გადაადგილებისას ვიზიტორებ ეკრძალებათ:
ცეცხლსასროლი იარაღის ან ნებისმიერი ისეთი ნივთის ტერიტორიაზე შეტანა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის გარემოს;
შინაური ცხოველების ტერიტორიაზე შეყვანა;
მცენარეების ან მისი ცალკეული ნაწილების, ქანების ან ნამარხი მასალების შეხება;
ფაუნის ნებისმიერი წარმომადგენლის დაჭერა, გამოდევნა ან რაიმე ზიანის მიყენება;
ინფრასტრუქტურის დაზიანება, კერძოდ ვანდალიზმი;
სპეციალური ნებართვის გარეშე ბუნებრივი და კულტურული მასალების შეგროვება;
საქართველოსთვის უცხო ორგანიზმების შეყვანა და გავრცელება;
შეზღუდული ხედვის პირობებში (ნისლი, მაღალი ბუჩქნარი ან ბალახები) სწრაფი გადაადგილება;
ცეცხლის დანთება (სპეციალურად გამოყოფილი ადგილის გარდა).
მარშრუტზე გადაადგილებისას ვიზიტორთათვის დაშვებულია:
მონიშნულ ბილიკზე ფეხით და მანქანით გადაადგილება;
სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა;
საპიკნიკე და საკარვე ადგილებით სარგებლობა;
კოცონის დანთება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში;
ფლორასა და ფაუნაზე დაკვირვება;
ფოტო და ვიდეო გადაღება.
დამატებითი ინფორმაცია:
ვიზიტორთა მომსახურეობის ცენტრი
(+995) 595 08 60 75