მანძილი ბათუმიდან: 107 კმ
მანძილი შუახევიდან: 39 კმ
ზღვის დონიდან: 2150 მ
ჩირუხის ტბა მდებარეობს აჭარში, შუახევის მუნიციპალიტეტში. არსიანის ქედის კალთებზე. ჩირუხის მთასთან ძალიან ახლოს, 2 კმ-ში მდებარეობს ჩირუხის ტბა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც შრატიანის ტბა. ტბიდან 5 კილომეტრში შეხვდებით სარიჩაირის იაილებს და ყარაგოლის ტბას. ჩირუხის ტბის მონახულება შესაძლებელია ჩირუხი - შუამთის მარშრუტში.
სასურველი პერიოდი: ივნისი-სექტმებრი
როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი -შუახევი. დაბა შუახევიდან თეთრობისა და ჩირუხის მთების მიმართულებით, კვირაში ერთხელ, წინასწარ დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, სამარშრუტო მიკროავტობუსი დადის. მგზავრობა უფასოა.
მისამართი: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.
ტბები შუახევი