მანძილი ბათუმიდან: 92 კმ
მანძილი შუახევიდან: 34 კმ
ზღვის დონიდან: 1640 მ
ლელთის ტბა შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანის ხეობაში, სოფელ ნაღვარევის სიახლოვეს მდებარეობს. შერეულფოთლოვანი ტყეებით, მთებითა და ღია მინდვრებით გარშემორტყმული ტბა წლის ყველა სეზონზე განსხვავებულ ლანდშაფტს ქმნის. გაზაფხულსა და ზაფხულში მიმდებარე მინდვრები ყვავილებით იფარება, ხოლო შემოდგომაზე ტყე მრავალფეროვან ფერთა პალიტრას იძენს. ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი, იშვიათი ამფიბია, რომელიც საქართველოს ბუნებრივი ეკოსისტემების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.
ვიზიტორებს შეუძლიათ ტივით გასეირნება, პიკნიკის მოწყობა, ფოტოგრაფია და მცირე ლაშქრობები. ტბისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს ხაბელაშვილების ხის გადახურული ხიდი რომელიც დაახლოებით 300 წელს ითვლის და ერთიერთი უძველესი უნიკალური არქიტექტურული ძეგლია. მარშრუტის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლებელია წისქვილების სოფლის მონახულებაც, სადაც დღემდე ფუნქციონირებს ტრადიციული წყლის წისქვილები.
ლელთის ტბის მონახულება შესაძლებლობას გაძლევთ ერთ მარშრუტზე გაეცნოთ აჭარის ბუნებრივ მრავალფეროვნებას, ისტორიულ ძეგლებსა და ადგილობრივ კულტურულ ტრადიციებს.
სასურველი პერიოდი : ივნისი-სექტემბერის ბოლო
როგორ მოვხვდეთ
მიკროავტობუსი შუახევის მუნიციპალიტეტის მიმართულებით: ბათუმი-ნაღვარევი,
მისამართი: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.
ტბები შუახევი