ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ქალაქ ბათუმისძველ, ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, ზღვასთან და ნავსადგურთან ახლოს.ეს გამორჩეული ნაგებობა 1952 წელს, არქიტექტორ ეონიდ ტეპლიცკისპროექტით აშენდა. თეატრი 600 მაყურებელზეა გათვლილი  შეზღუდული შესაძლებლობის პირებზეც ადაპტირებულია.

კლასიკურ მოტივებზე აგებული გრანდიოზული შენობა იდ შთაბეჭდილებასახდენს მნახველზე. მოხდენილი კაპიტელებით დამშვენებული მაღალი სვეტებიმას დიდებულ იერს სძენს. ასევე შთამბეჭდავია ნატიფი ორნამენტები, რომლითაც უხვადაა შემკული თეატრის შიდა თუ გარე ფასადები.

შესასვლელთან, კვარცხლბეკზე დგას ორი ლომის სკულპტურა, რომლებიც წნორში, ყორღანის გათხრების დროს არის ნაპოვნი და ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულით თარიღდება.

თეატრს განსაკუთრებულ იერსახეს ინტერიერის მოხატულობა მატებს,რომელიც მხატვარ ბენიამინ გორდეზიანს ეკუთვნის.

სპეციალური განათების საშლებით კი თეატრის შენობა ღამით მისტიურ და იდუმალ იერს იძენს.

ბათუმის თეატრალური ხელოვნების ისტორია თავისი არსებობის 130 წელზემეტს ითვლის, თუმცა მისი ფესვები უფრო შორეული წარსულიდანაც იღებსსათავეს.

ბათუმში პირველი ქართული წარმოდგენა ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა1879 წლის 20 ივლისს გამართეს და ამით  ჩაეყარა საფუძველი ქართულ თეატრსაჭარაში. თეატრის პირველი შენობა 1884 წელს აიგო, რომელიც 450 მაყურებელსიტევდა. 1912 წლის 28 აგვისტოს მსახიობთა კრებამ დააფუძნა მსახიობთაამხანაგობა, რომლის რეჟისორად არჩეულ იქნა შალვა დადიანი. 1912 წლიდანბათუმში სეზონურად გამოდიოდნენ პროფესიონალ მასახიობთა ჯგუფები. 1913 წელს ბათუმში დაარსდა დრამატული საზოგადოება. დრამატული საზოგადოებისგამგეობამ შეადგინა პროფესიონალთა დასი, რომელსაც შალვა დადიანირეჟისორობდა. ბათუმის დრამატული დასის შემადგენლობაში შედიოდნენროგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მსახიობები.

1921 წელს ბათუმის თეატრსაკადემიურისწოდება მიენიჭა. 1937 წლის 18 მარტს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ახალი თეატრი, რომლის დასი რუსთაველისთეატრის დრამატულ სტუდიაში გამოზრდილი ახალგაზრდებისგან შედგებოდა.

1959 წელს ბათუმის თეატრს ილია ჭავჭავაძის სახელი მიენიჭა. თეატრი, რომელმაც არაერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი წარმოდგენით გაანებივრამაყურებელი, დღემდე ფუნქციონირებს და აგრძელებს ტრადიციას. წლებისგანმავლობაში, აჭარის დრამატულ სცენაზე სცენის ნამდვილი დიდოსტატებიმოღვაწეობდნე: იუსუფ კობალაძე, ნუნუ თეთრაძე, მანუჩარ შერვაიძე, ნინოსაკანდელიძე, გაიოზ გოგიბერიძე, მურად ხინიკაძე, იური ცანავა, ბერდიაინწკირველი და სხვები.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ასევე ფუნქციონირებს საქართველოს სახალხო არტისტის, გაიოზ (კუკური) გოგიბერიძის სახელობის მუზეუმი, სადაც დაცულია თეატრის შემოქმედებითისაქმიანობის ამსახველი ექსპონატები, საარქივო მასალები, ფოტო, ვიდეო დააუდიო ჩანაწერები, ასევე თეატრში მოღვაწე პერსონალის პირადი საქმეები, სარეპეტიციო და წარმოდგენების დღიურები, სპექტაკლების პროგრამები, აფიშები, ბუკლეტები და ალბომები.


საკონტაქტო ინფორმაცია:
1, შ. რუსთაველის ქ., ბათუმი
http://batumitheatre.ge/
(422) 27 31 80 , (+995) 577 98 08 26; (+995) 577 98 08 58
batumidramatheatre@gmail.com
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ანბანის კოშკი
ანბანის კოშკი

ატრაქცია ბათუმი

ასტრონომიული საათი
ასტრონომიული საათი

ატრაქცია ბათუმი

ბათუმის შუქურა
ბათუმის შუქურა

ატრაქცია ბათუმი