გეგელიძეების ხის მეჩეთი 1880-1900 წლებში აშენდა.

მეჩეთის აივანზე, მიჰრაბსა და შესასვლელში შემორჩენილ ხის ძელებზე არსებული ნაკვეთი ორნამენტები განსაკუთრებული ოსტატობით გამოირჩევა.

ძეგლის მიჰრაბი, აივანი და შესასვლელი ხეზე ამოკვეთილი ტიტის ფორმის და სხვა ყვავილოვანი ორნამენტებით, ხოლო ბოძები და კარნიზები ზიგზაგებით, გეომეტრიული ნაყშებითა და სხვა ორნამენტებითაა გაფორმებული. გეგელიძეების მეჩეთის გუმბათის მხატვრობა ტრადიციულია: კომპოზიციაში გამოყენებულია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის დამახასიათებელი მოტივები ყვავილის წნულები, ქსოვილის გირლიანდები და მედალიონები.

საკონტაქტო ინფორმაცია:
გეგელიძეები, ქედა
გაზიარება

მსგავსი ადგილები

გულების ჯამე
გულების ჯამე

მეჩეთი ქედა

ზუნდაგას ჯამე
ზუნდაგას ჯამე

მეჩეთი ქედა

ხოხნას მეჩეთი
ხოხნას მეჩეთი

მეჩეთი ქედა