მაღალი ქედებით შემოსაზღვრული სოფელი ხინო აჭარაში, ქობულეთისმუნიციპალიტეტში, მდინარე კინტრიშის ხეობის სათავეში, ზღვის დონიდან 1040 მეტრზე მდებარეობს.
სოფლის განაპირას, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, მოზრდილ შევაკებულადგილზე მდებარეობს ძველი ტაძრისა და მისი დამხმარე ნაგებობებისნაშთები, რომელიც ხინოწმინდის საეპისკოპოსოს ცენტრი იყო. კომპლექსისძირითად ნაწილს წარმოადგენდა მთავარი ტაძარი, რომლის ირგვლივ გალავანიდა დამხმარე შენობა-ნაგებობები იყო განლაგებული. ჩვენამდე ტაძარმაფრაგმენტული სახით მოაღწია. შემორჩენილია მისი საძირკველი დამინაშენების საძირკვლის ქვები და ნაწილობრივ კედლებიც. შემორჩენილიკედლების სიმაღლე ზოგან სამ მეტრამდეც კი აღწევს. ნაგებობათა გეგმა კარგადიკითხება.
ტაძარი ნავებიან ბაზილიკას წარმოადგენს, ნავები მთავარი სივრცისგანკედლითაა გამოყობილი. ეს ნავები სამ მონაკვეთად იყოფიან - აფსიდისკუთხეებში და მის დასავლეთით ორი გრძივი სადგომით. ამ სადგომებშიმოხვედრა მთავარი ნავიდან, პატარა კარით იყო შესაძლებელი. თაღი მხოლოდაფსიდის ჩრდილოეთ სადგომის შესასვლელთანაა შემორჩენილი. ხინოს ტაძრისდაგეგმარება მკვეთრად განსხვავდება სხვა ეკლესიებისაგან. მსგავსიეკლესიები საქართველოს ტერიტორიაზე იშვიათად გვხვდება. ტაძარიგარშემორტყმულია გალავნით, რომელშიც სხვადასხვა სამეურნეოდანიშნულების ნაგებობების ნაშთებია ჩართული. გალავნის შემორჩენილისიმაღლე დაახლოებით ერთ მეტრს აღწევს.
ტაძარი ძლიერ დაზიანდა მე-18 საუკუნეში. მოგვიანებით კი მდგომარეობაძლიერმა მიწისძვრამაც დაამძიმა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ხინოსტაძარი არქეოლოგებმა შეისწავლეს. გათხრების დროს გამოვლინდა ტაძრისფასადის ქვები, საეკლესიო ინვენტარის ნაშთები და ფასადის მორთულობისცალკეული დეტალები. დღეისათვის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებიმიმდინარეობს, რომელსაც ზედამხედველობას აჭარის კულტურულიმემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უწევს. ქობულეთიდან ხინოს სანახებამდე 27 კილომეტრია, სოფელ ჭახათის ცენტრამდე 12 კილომეტრიანი ასფალტირებულიდა მოწესრიგებული გზაა. ჭახათიდან სოფელ ცხემვანამდე გრუნტიანი გზამიდის, რომელიც ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტისთვის კომფორტულია. სოფელცხემვანიდან ხინომდე კი მაღალი გამავლობის მანქანებია საჭირო. ხინოსკენმიმავალი მოგზაურები უთუოდ მოიხიბლებიან კინტრიშის ულამაზესი ხეობით, ფოთლოვანი ტყეებით, კოლხური ბზის კორომებით, ხმაურიანი ჩქერალებით დაუძველესი თაღოვანი ხიდებით.
საკულტო ნაგებობები ქობულეთი
საკულტო ნაგებობები ქობულეთი
საკულტო ნაგებობები ქობულეთი
საკულტო ნაგებობები ქობულეთი
საკულტო ნაგებობები ქობულეთი
საკულტო ნაგებობები ქობულეთი