პროექტი ითვალისწინებს ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის კეთილმოწყობას. ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ისტორიული ძეგლია აჭარაში, რომელიც ჩვენს წინაპრებს ულამაზეს ბუნებაში, ცამდე აზიდულ მთებში აუშენებიათ. ციხესთან მისასვლელი გზა ძალიან რთულია, ზოგ მონაკვეთებში სახიფათოც კი. იქ ასვლა მხოლოდ გაკვალული ბილიკითაა შესაძლებელი და განსაკუთრებით საინტერესოა მოლაშქრეებისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი  იყო გარკვეული ადგილების გაფართოება, იქ კი, სადაც სახიფათო მონაკვეთებია, უჟანგავი ლითონის, მოცურების საწინააღმდეგო კიბეების დამონტაჟება. მშენებლობისას გათვალისწინებული  იყო  ავთენტიკური, ეკოლოგიურად ჯანსაღი და კლიმატური (მკაცრი ზამთრის) პირობებისთვის მდგრადი კონსტრუქციის გამოყენება. ბილიკზე მოეწყო მოსასვენებელი და ატრაქციული სივრცეები. ბილიკის კეთილმოწყობის შემთხვევაში, ხიხანის ციხე-სიმაგრე კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება არა მხოლოდ გამოცდილი მოლაშქრეებისთვის, არამედ ნებისმიერი მსურველისთვის, რაც საკმაოდ გაზრდის ხეობაში ვიზიტორთა რაოდენობას. გარდა ამისა, მარკირებულ, ალპურ და გარდამავალ მარშრუტებზე შესაძლებელია ხიხანის ციხე მთავარი დანიშნულების ადგილი გახდეს, რაც მარშრუტის ხანგრძლივობასაც გაზრდის. ასევე, შესაძლებელი იქნება კულტურული და სპორტული ღონისძიებების განხორციელება, პრეს და ინფო ტურების ორგანიზება და ხიხანის, როგორც კულტურული ძეგლის პოზიციონირება, უკვე არა მხოლოდ შიდა, არამედ საერთაშორისო ბაზარზე.

პროექტი დასრულებულია

გაზიარება