ბათუმი ქარდის შეძენისას, ფასდაკლებების ბარათს თან ახლავს კომპანია „სელფის“ სიმ-ბარათიც, რომლის ანგარიშზე დარიცხულია 1 GB ინტერნეტი. მისი გააქტიურება ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შეგიძლიათ, სადაც, ასევე მიიღებთ ინფორმაციას თქვენთვის სასურველი პაკეტების შესახებ.