შესავალი

აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში საკმაოდ მრავლად გვხვდება სხვადასხვაგვარი, დაახლოებით 5-დან 60 მეტრამდე სიგრძის, ერთ ან მრავალკასკადოვანი ჩანჩქერები, რომელთა უმეტესობა მთავარი გზებიდან მოშორებით მდებარეობს. ზოგიერთ მათგანთან მისვლა მანქანითაა შესაძლებელი, ზოგი ტურისტული მარშრუტის ნაწილია და ბოლომდე მხოლოდ ფეხით ადიან. ჩანჩქერთა უმრავლესობაზე ცურვაც დასაშვებია.

აჭარის მდინარეებზე კასკადურ ჩანჩქერებთან, ორ ადგილას არის შესაძლებელი კანიონზე დაშვება. ეს არის სოფლები კაპნისთავი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) და უჩხო (ხულოს მუნიციპალიტეტი). ორივე ლოკაციაზე მოწობილია კანიონინგისთვის საჭირო აღჭურვილობა, რაც ხელს უწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას აჭარაში.

აჭარის საუცხოო, ავთენტიკურ ბუნებას მისი ჩანჩქერები გაცილებით შთამბეჭდავსა და მჩქეფარეს ხდის. ეს არის ადგილები, რომლებიც ქალაქის ხმაურსა და სტრესს დაგავიწყებთ, ბუნების ხმების მოსმენა კი სულიერადაც დაგასვენებთ.

"ხინოს ჩანჩქერი" მდებარეობს აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოს ტერიტორიაზე.

 

კინტრიშის დაცულ ტერიტორაზე, ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ჩამოედინება მცირე ზომის ჩანჩქერი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ხინოწმინდა, ქობულეთი
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება

მსგავსი ადგილები

წაბლნარის ჩანჩქერი
წაბლნარის ჩანჩქერი

ჩანჩქერები ქობულეთი