აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში საკმაოდ მრავლად გვხვდება სხვადასხვაგვარი, დაახლოებით 5-დან 60 მეტრამდე სიგრძის, ერთ ან მრავალკასკადოვანი ჩანჩქერები, რომელთა უმეტესობა მთავარი გზებიდან მოშორებით მდებარეობს. ზოგიერთ მათგანთან მისვლა მანქანითაა შესაძლებელი, ზოგი ტურისტული მარშრუტის ნაწილია და ბოლომდე მხოლოდ ფეხით ადიან. ჩანჩქერთა უმრავლესობაზე ცურვაც დასაშვებია.
აჭარის მდინარეებზე კასკადურ ჩანჩქერებთან, ორ ადგილას არის შესაძლებელი კანიონზე დაშვება. ეს არის სოფლები კაპნისთავი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) და უჩხო (ხულოს მუნიციპალიტეტი). ორივე ლოკაციაზე მოწობილია კანიონინგისთვის საჭირო აღჭურვილობა, რაც ხელს უწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას აჭარაში.
აჭარის საუცხოო, ავთენტიკურ ბუნებას მისი ჩანჩქერები გაცილებით შთამბეჭდავსა და მჩქეფარეს ხდის. ეს არის ადგილები, რომლებიც ქალაქის ხმაურსა და სტრესს დაგავიწყებთ, ბუნების ხმების მოსმენა კი სულიერადაც დაგასვენებთ.
სოფელი მირვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში,ბათუმიდან 27 კმ-ის დაშორებით მდებარეობს,მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეს,ზღვის დონიდან 60 მეტრის სიმაღლეზე.მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული მირვეთი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია აჭარაში,მყუდრო,მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით.სოფელში შეხვდებით გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის ხეივანს,რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი.ექსტრემალური გართობის მოყვარულებს შეუძლიათ ჯომარდობა სცადონ ჭოროხსა და აჭარისწყალზე. მირვეთში ფუნქციონირებს საოჯახო სახლები.
ადგილმდებარეობა:
მუნიციპალიტეტი— ხელვაჩაური
სოფელი— მირვეთი
მანძილი:
ბათუმიდან— 22 კმ
უახლოესი რაიონული ცენტრიდან— 12 კმ
აღწერილობა:
ჩანჩქერის სიმაღლე(დაახლოებით)— 20 მ
ფეხით სავალი ნაწილი:
მანძილი— 1200 - 250 მ
სირთულე—მარტივი
როგორ მოვხდეთ:
სამანქანე გზის საფარი—ასფალტი/გრუნტი
ტრანსპორტი:
ჩანჩქერამდე ადის ნებისმიერი ავტომობილი
ჩანჩქერები ხელვაჩაური
ჩანჩქერები ხელვაჩაური