უძველესი ერების ისტორიული ჩანაწერებში ყველგან გვხვდება სიტყვა „ხიდი“, როგორც კომუნიკაციისა და ურთიერთობის მთავარი წყარო. საქართველოში ხიდმშენებლობა უძველესი დროიდან ყოფილა განვითარებული, ბევრი შუა საუკუნის ხიდი კი ახლაც მოქმედია.

ხიდების მშენებლობის მეთოდი, საქართველოში, მთიანმა რელიეფმა განსაზღვრა. თავდაპირველად, მცირე ნაკადულზე გადასასვლელად, ხის მორი გამოიყენებოდა, შემდეგ, მათ ნაცვლად უფრო რთული ხის კოჭოვანი ხიდების აგება დაიწყეს. ხიდმშენებლობის განვითარებასთან ერთად, დროებითი ხიდები ქვის ხიდებით იცვლებოდა. ძველი ქვის თაღოვანი ხიდების უმთავრესი ნაწილი - თაღი, ძირითადად, დაუმუშავებელი ქვის ფილებით, ყოველგვარი არქიტექტურული სამკაულის გარეშეა ამოყვანილი. შემაკავშირებელ მასალად გამოიყენებოდა კირის ხსნარი. ამგვარი ხიდებისთვის, გათლილი ქვის ნაცვლად, უმეტესწილად, იყენებდნენ იაფ ყორე ქვასა და დუღაბს.

ხიდები, ძირითადად, ძველ სავაჭრო-საქარავნო გზებზეა აშენებული, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ქალაქებსა და სოფლებს. თუ თაღოვანი ხიდების ტოპოგრაფიას დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ მათი დიდი ნაწილი სწორედ აჭარის, ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და ჭანეთ-ლაზეთის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული.

ბუნებრივია, აჭარა, როგორც ტაო-კლარჯეთის შემადგენელი ნაწილი, ჩართული იყო ამ პროცესში და აქ ხდებოდა საკუთარი ნაწარმის რეალიზაცია და იმპორტი. ვაჭრობის განვითარება კი მოითხოვდა როგორც შიდა, ისე გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგებას. ეს კარგად ესმოდათ ქართველ მეფეებს და როგორც ჩანს დიდ ხარჯებსაც იღებდნენ გზების გასაყვანად, ხიდებისა და ქარვასლების ასაშენებლად.

არსებული მონაცემების მიხედვით, დღეისათვის აჭარაში 35-მდე ხიდია ფიქსირებული. მათი დიდი ნაწილი დანგრეულია, 15-მდე ხიდი კი შედარებით კარგად არის დაცული.

აღწერა

მდებარეობა: ხულოს მუნიციპალიტეტი, მდინარე ბეღლეთისწყალი

ბათუმიდან 97 კმ.

ისტორია: 

ხიდი სოფელ ბეღლეთში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1200 მეტრზე მდებარეობს. ბეღლეთისწყალზე მდებარე ქვის თაღოვანი ხიდი მიეკუთვნება XII საუკუნეს. 

ხიდი ერთმალიანია. დაშენებულია კლდოვან მასაზე ბურჯების გარეშე. მალის ქვედა კედელი ამოყვანილია ფლეთილი ქვით კირხსნარზე; გარე წიბოები და მალის გვერდითა კედლები მისასვლელების ჩათვლით, თლილი ქვის კვადრებით არის მოპირკეთებული. ხიდი ერთ მხარეს გაფართოებულია - მიშენებულია ბეტონის მალა.

1965 წელს, რკინისა და ბეტონის კონსტრუქციის დაშენებით, გაფართოვდა ხიდის სავალი ნაწილი, რის შედეგადაც დაიკარგა მისი პირვანდელი იერსახე. 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ბეღლეთი, ხულო
(+995) 591 66 66 50
გაზიარება

მსგავსი ადგილები