მანძილი ბათუმიდან: 20 კმ

მანძილი ქობულეთიდან: 6.5 კმ

  ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსი მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში. პეტრა  VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით აშენდა. ციხე -ქალაქი გამორჩეული იყო უნიკალური სამხედრო სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობით. პეტრა-ციხისძირის ტერიტორიაზე გადიოდა გზა, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთს - საქართველოს, ბიზანტიის, სომხეთისა და სპარსეთის ცენტრალურ რეგიონებთან აკავშირებდა.

ტარიფები: 

 ზრდასრულები 10 ლარი
 უცხო ქვეყნის მოქალაქეები 15 ლარი
 საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის   (იდენტიფიცირებით) 3 ლარი
 პენსიონერი 2 ლარი
 სკოლის ასაკის 6 დან 18 წლამდე მოზარდები 2 ლარი
 ექსკურსიამძღოლის მომსახურება (ქართულ ენაზე) 25 ლარი
 ექსკურსიამძღოლის მომსახურება (უცხო ენაზე) 35 ლარი
 საქორწინო ცერემონიალი (ხელმოწერა) 300 ლარი
 ფოტოგადაღება 150 ლარი
 
უფასოდ დაიშვებიან: 
 6 წლამდე ასაკის ბავშვები
 შშმ პირები
 ICOM -ის და ICOMOS- ის წევრები
 ომის მონაწილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან   გათანაბრებული პირები
 

სასურველი პერიოდი : მთელი წელი 

როგორ მოვხვდეთ: 

მიკროავტობუსით ბათუმი-ქობულეთი,
მის: კათოლიკური ეკლესიის ეზო.

 

 


საკონტაქტო ინფორმაცია:
ციხისძირი, ქობულეთი
(+955) 577 47 17 15

დამატებითი ინფორმაცია:
10:00-18:00
გაზიარება