თუ გსურთ ჩასწვდეთ ზღვისპირას გარინდებული ქალაქის იდუმალებას, დატკბეთ ბათუმის ქალაქური ცხოვრებით და ულამაზესი არქიტექტურით, სადაციდეალურადაა შერწყმული ევროპულ - აზიური სტილი, აუცილებლად ქალაქისძველ უბანს უნდა ეწვიოთ, რომელსაც ძველი ბათუმის სახელითაც ვიცნობთ.
ძველი ბათუმის ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები, კოპწია აივნებით დამშვენებულისახლები და მათ წინ თავმომწონე ულამაზესი კამელიები დღის ნებისმიერდროს შთამბეჭდავად გამოიყურება.
ძველი ბათუმის ტერიტორიაზე არაერთი ღირსშესანიშნაობა მოგხიბლავთ. აქსეირნობისას შეგიძლიათ ისარგებლოთ საბაგიროთი, რომლის ბოლო სადგურზემოწყობილია გადმოსახედი, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება.
ყველასთვის ცნობილია, რომ ბათუმი მულტიკულტურული ქალაქია. აქსეირნობისას, თქვენი ყურადღება შეიძლება მიიქციოს ღვთისმშობლის ტაძარმათუ ებრაულმა სინაგოგამ, აქვე ნახავთ მინარეთით შემკულ მეჩეთს, პატარასომხურ ტაძარს თუ გოტიკურ სტილში აგებულ კათოლიკური სალოცავის ახალშენობას.
ძველი ბათუმის კიდევ ერთი გამორჩეული სანახაობაა ასტრონომიული საათი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის კოშკზეა განთავსებული. საათიგანსხვავებულია იმით, რომ ის დროის ჩვენებასთან ერთად, ასტრონომიულინფორმაციასაც გვატყობინებს - მზის, მთვარის, ზოდიაქოსთანავარსკვლავედისა და პლანეტების განლაგებას.
ძველ ბათუმშია ასევე პატარების საყვარელი ადგილი - თოჯინების თეატრი. ბათუმის ბიბლიოთეკის ძველ და ულამაზეს შენობაში კი მკითხველს უნიკალურიწიგნების კოლოსალური რაოდენობა ელოდება. იქვე ახლოსაა ბათუმისხელოვნების, ისტორიული და არქეოლოგიური მუზეუმებიც. საღამოს,ლამპიონების შუქზე, შეგიძლიათ გაიაროთ პორტის სანაპიროზე, ბულვარში, ბათუმის ტბის პირას, ეწვიოთ იახტ კლუბს და გაისეირნოთ კატარღით, კაფე,,ფანტაზიაში", იგივე ,,რვაფეხაში“ მიირთვათ ნამდვილი ბათუმური ყავა. კაფესაბჭოთა მოზაიკის ერთ-ერთ საუკეთესო და უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს.
ძველ ბათუმში, ერას მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დაახალი არქიტექტურული შენობების მრავალსახეობა დაგხვდებათ, სადაც თქვენსყურადღებას ასევე მიიქცევს კინოთეატრ ,,აპოლოს" უნიკალური შენობა, რომელიც 1911 წლიდან ამშვენებს ქალაქს. თავის დროზე ქალაქის თვალსაჩინოშენობად იქცა ზღვის პირას მდებარე, ძმები როტშილდების მიერ აგებულიგრანდიოზული ორსართულიანი ნაგებობა, რომელშიც ამჟამად ბათუმისსამშობიარო სახლია განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ თითქმის ასამდე ქართული თუ უცხოური ფილმისეპიზოდებია გადაღებული ზღვისპირა ქალაქის ძველ ქუჩებსა თუ სანაპიროზე. მათ შორის გამორჩეულია: ,, მონანიება", ,,ზღვის შვილები ", ,, სიყვარული დამტრედები ", ,,ზღვის მგელი", ,, მანანა " , ,,ორი ოჯახი", ,,ფესვები", ,,მოცურავე", ,,მევლუდი", ,,მიზანი", ,,ზღვის ბილიკი",,ძახილი" და ა.შ.
ძველი ბათუმის ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობაა ბათუმის პიაცა. ეს არისადგილი, სადაც საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად თავს იყრის უამრავიტურისტი თუ ადგილობრივი მაცხოვრებელი. ეს არის მოედანი, რომელიცგარშემორტყმულია მრავალი რესტორნით, კაფეებითა და ბარებით. პიაცასირგვლივ სერავს ქუჩები, რომელიც სავსეა ორი და სამსართულიანი, ძველი,თაღებიანი და აივნიანი სახლებით, რომელთა პირველ სართულზე მაღაზიებისდა კაფეების ბრჭყვიალა ვიტრინები ეპატიჟებიან გამვლელთ. ამ ძველისახლების თაღებს გასცდებით თუ არა, ნამდვილ ბათუმურ კოლორიტულეზოებშიც მოხვდებით.