ბუნების შუაგულში ჩაფლული „სოციალური სივრცე“ შექმნილია განტვირთვისთვის, დასვენების და განახლებისთვის. სივრცის სურვილია, ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც, ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით, გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს. ამისათვის, „სოციალური სივრცე“ სეზონზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებს მასპინძლობს: ბალანსისთვის, შემეცნებისთვის, განტვირთვისთვის და სოციუმისთვის. „სოციალური სივრცის“ ყველა აქტივობა მიზნად ისახავს იმას, რომ უკეთ ვმართოთ საკუთარი სხეული და გონება; ფიქრები კი, პოზიტიური ტრანსფორმაციისკენ მივმართოთ.


საკონტაქტო ინფორმაცია:
შეკვეთილი, ოზურგეთი
https://thesocialspace.ge/
hello@thesocialspace.ge

დამატებითი ინფორმაცია:
18:00-02:00
გაზიარება