ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი - თეატრი ბათუმში, რომელიც შეიქმნა 2004 წელს და გაერთინებულია 5 შემოქმედებითი ჯგუფი: სიმფინიური ორკესტრი, საოპერო დასი, კაპელა, ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი და კვარტეტი „ნოტა“.

ხელოვნების ცენტრის შენობა წარმოადგენს მოდერნისტული-კლასიკური არქიტექტურის სინთეზს. წლის განმავლობაში იმართება როგორც საოპერო, ისე დრამატული სპექტაკლები, სახელმწიფო ღონისძიებები, კონცერტები, საერთაშორისო ფესტივალები, გამოფენები, კონფერენციები, პრეზენტაციები, პრესკონფერენციები და სხვა.

ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული კერაა რეგიონში კლასიკური და თანამედროვე მუსიკის პოპულარიზაციისათვის, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებების ჩასატარებლად და კულტურული დასვენება - გართობისათვის.

 

ისტორია
ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი დაარსდა 1993 წელს, რომელიც განთავსდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში. პირველი საოპერო სპექტაკლი გაიმართა 1993 წლის 3 ოქტომბერს - ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“. თეატრი 2004 წლამდე წარმატებით ახორციელებდა საოპერო და საბალეტო სპექტაკლებს.

2004 წლიდან ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, აჭარის სახელმწიფო კაპელისა და ბათუმის ბავშვთა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თენგიზ ჯაფარიძე.

2011 წელს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს გადაეცა რეკონსტრუირებული შენობა - დღევანდელი „ხელოვნების ცენტრი“.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაერთიანებული შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო მუსიკალურ პროექტებსა და ფესტივალებში.


საკონტაქტო ინფორმაცია:
ბათუმი
www.muscenter.ge
(+995) 599 09 04 86
Info@musicenter.ge
გაზიარება