ბათუმის კონტაქტური ზოოპარკი - ზოოტოპია აჭარაში, ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქუჩის 88 ნომერში მდებარეობს, ბათუმი მოლის მე-4 სართულზე. კონტაქტური ზოოპარკი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ცხოველების მოყვარულთათვის. აქ ნებისიერი ასაკის ადამიანისთვის სასიამოვნო და სახალისო გარემოა, თუმცა ის პატარებს მაინც განსაკუთრებით იზიდავს. ზოოტოპიაში გარდა ფაუნის სხვადასხვა წარმომადგენლების დათვალიერებისა, შეგიძლიათ თქვენი ხელით გამოკვებოთ ზღვის გოჭები, ზღარბები, ბაჭიები თუ სხვა უწყინარი, საყვარელი არსებები. აქვე შეგიძლიათ ნახოთ თუთიყუშები, წიწილები, ციყვები, ქამელეონები, გველები, ლემურები, სხვადასხვა პატარა ჯიშის მაიმუნები და ა.შ. ზოოტოპიაში შეძლებთ თქვენი პატარები მიაჩვიოთ ცხოველებთან ურთიერთობას, მიაწოდოთ მეტი ინფორმაცია ზოოსამყაროს შესახებ ხალისიან, დადებით გარემოში და მოიწყოთ მხიარული და საინტერესო დღე თქვენს ოჯახთან ერთად.


საკონტაქტო ინფორმაცია:
88, ზ. გორგილაძის ქ., ბათუმი
https://www.facebook.com/zoozootopiabatumi
(+995) 555 95 21 26 ;(+995) 557 14 16 98

დამატებითი ინფორმაცია:
11:00-21:45
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ბათუმის ზოოპარკი
ბათუმის ზოოპარკი

ზოოპარკი ბათუმი

ზოოპარკი
ზოოპარკი

ზოოპარკი ბათუმი

ზოოტოპია (ბათუმი მოლი)
ზოოტოპია (ბათუმი მოლი)

ზოოპარკი ბათუმი