საბაგირო „ არგო“- ს გზა, ეს არის ბათუმის ურბანული პანორამა და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ურბანული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მიმზიდველ ობიექტს წარმოადგენს. იგი 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სტატისტიკა ცხადყოფს რომ გახსნის დღიდან მილიონობით მგზავრმა ისარგებლა ამ უნიკალური მარშრუტით, რაც ნათლად ადასტურებს მის მაღალ საექსპლუატაციო ღირებულებასა და ტურისტულ მიმზიდველობას. არგო აერთიანებს ტრანსპორტის ეფექტურობას და კულტურულ-გასართობი კომპლექსის მდიდარ კონცეფციას. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს, უნდა აღინიშნოს, რომ საბაგირო გზა ბაქოს ქუჩიდან იწყება და ანურიის მთაზე, ზღვის დონიდან 256 მეტრ სიმაღლეზე სრულდება. საბაგირო გზაზე 8-ადგილიანი 20 გონდოლა მოძრაობს, გზის სიგრძე 2 586 მეტრია და მის დაფარვას 15 წუთი სჭირდება. ერთ საათში დაახლოებით 500-მდე მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი, როომელთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილია პროფესიონალი გამცილებლების მუდმივი ზედამხედველობით, სისტემური ტექნიკური დათვალიერებითა და კონტროლით. ეს მაღალი სტანდარტები განაპირობებს კომფორტის, დაცულობისა და ხარისხის იმ დონეს, რაც საბაგირო არგოს გზას შეუცვლელ მარშრუტად აქცევს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე საერთაშორისო სტუმრებისთვის. რაც შეეხება პანორამულ ხედებს და ემოციურ ღირებულებას, უნდა აღინიშნოს რომ საბაგიროს უმთავრესი ღირებულება ქალაქის, ნავსადგურის და შავი ზღვის უნიკალური პანორამული ხედებია. 15 წუთიანი მგზავრობისას ხდება ზღვისა და მთის კონტრასტულობის ესთეტიკური აღქმა. არგოდან ხედავ ქალაქს, ნავსადგურს, ზღვის უსასრულო სივრცესა და ჰორიზონტს. ბოლო გაჩერებაზე განთავსებულია კულტურულ - გასართობი კომპლექსი, რომლის გადასახედი ბაქნიდან თვალუწვდენელი პეიზაჟი იშლება. ბაქანზე დამონტაჟებული ჭოგრიტები ვიზიტორებს საშუალებას აძლებს , კიდევ უფრო დააახლოვონ ხედები და აღმოაჩინონ ქალაქის უცნობი დეტალები. კომპლექსის არქიტექტურასა და დიზაინში მკაფიოდ იგრძნობა ლეგენდარული არგონავტების ხომალდის კვალი და გავლენა, რაც დახვეწილად უსვამს ხაზს საქართველოს უძველეს ისტორიასა და კულტურას. ეს ზუსტი შინაარსი და კონტექსტი განასხვავებს არგოს სხვა ტურისტული ობიექტებისგან.ვიზიტორებს ასევე ეძლევათ საშუალება, ესტუმრონ ციფრულ საგამოფენო სივრცეს, სადაც მსოფლიო ხელოვანთა ნამუშევრების ხილვაა შესაძლებელი , აგრეთვე ისიამოვნონ მრავალფეროვანი გასართობი სივრცით , რაც ადასტურებს რომ გართობას ასაკი არ აქვს.
არგოს საბაგირო გზა არის სტრატეგიული ტურისტული აქტივი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კომფორტს, უსაფრთხოებასა და დაუვიწყარ ემოციურ გამოცდილებას. ეს არის არჩევანი მათთვის, ვისაც სურს საკუთარი თავი,ოჯახი, მეგობრები თუ ბიზნესპარტნიორები დაუვიწყარი შთაბეჭდილებით დაასაჩუქროს.
ფასები:
11:00 - 20:00