მაღალმთიან აჭარაში ტურისტული თავშესაფრები მოეწყო.
პირველი ტურისტული თავშესაფარი მოეწყო შუახევის მუნიციპალიტეტში, ჯვარიმინდორზე, სოფელ ცხემლისის საზაფხულო იაილებზე, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე. ჯვარიმინდორზე გადის ყველაზე გრძელი, 88 კილომეტრიანი ქსელური მარშრუტი კინტრიში-გომისმთა-ცხემლისი-ხაბელაშვილები და ასევე წარმოადგენს გზაგასაყარს, სადაც კინტრიშის დაცული ტერიტორია, შუახევის მუნიციპალიტეტი და გურიის რეგიონი ერთმანეთს უკავშირდება.
იქიდან გამომდინარე, რომ ჯვარიმინდორი ყველაზე გრძელი საფეხმავლო მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი ლოკაციაა, მიზანშეწონილი იყო ტურისტული თავშესაფრის აქ მოწყობა, სადაც შორ გზაზე მიმავალ მგზავრს საშუალება ექნება შეისვენოს და საჭიროების შემთხვევაში, ღამეც გაათიოს.
ეკო სტანდარტების მიხედვით დაპროექტებული თავშესაფარი საკმაოდ ფუნქციონალურია - მოსასვენებელი, საძინებელი და სამზარეულო სივრცეებით, უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით, წყლით, სველი წერტილითა და ღია საშხაპით. თავშესაფარი გათვლილია 10-15 ადამიანზე.
პროექტი დასრულებულია