შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების, კლდისუბანი-კავიანის და ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების დანდალო-ჯალაბაშვილებს შორის, ზღვის დონიდან 300-350მ სიმაღლეზე საფეხმავლო-საველოსიპედო ბილიკი დამონტაჟდა. 5-6 კმ სიგრძის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ბუნებრივ და ეკოლოგიურ გარემოსთან შეხამებულ ინფრასტრუქტურულად გამართულ საველოსიპედო ბილიკზე გათვალისწინებულია ეკო და ველო ტურიზმისთვის მისაღები სტანდარტები, მოთხოვნები და უსაფრთხოების ნორმები. მარშრუტზე არის მოყვარული ველოსიპედისტებისთვის გამოყოფილი, მარტივი მონაკვეთები და ე.წ. “Down Hill”–ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკი - შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ველობილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ველო და ავტო პარკინგი, საპირფარეშო, წყლის პუნქტები, ველოსიპედების გასაჩერებელი ინფრასტრუქტურა და სხვა. აღნიშნული ველომარშრუტი ძირითადად ტყის ნაწილზე გადის, რომელიც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მარშრუტი ასევე გაივლის რეგიონის ერთ-ერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას- კავიანის ციხეს. მარშრუტის მიმდებარე ტერიტორიებზე შესაძლებელია განხორციელდეს სამეცნიერო–ტურისტული ექსპედიციები და ლაშქრობები.
პროექტი დასრულებულია