ჩირუხის ზიპ-ლაინი საქართველოში ყველაზე გრძელი ორხაზოვანი ზიპ-ლაინია, რომლის სიგრძე 1750 მეტრია. ეს ზიპ-ლაინი ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2100 მ-ზე, ჩირუხის მთებში მდებარეობს.
*GoPro ვიდეოგადაღება - 30₾
*GoPro ვიდეოგადაღება - 30₾
*GoPro ვიდეოგადაღება - 30₾
ჩირუხის ზიპ-ლაინი ახალი ტურისტული ობიექტია მაღალმთიან აჭარაში, რომელიც განსაკუთრებით დააინტერესებთ ბუნებისა და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს, თუმცა, ამ აქტივობის გარდა, მიმდებარედ სხვა ობიექტების მონახულება და ლაშქრობების / ექსკურსიების მოწყობაც შეგიძლიათ. ასე უკეთ გაეცნობით რეგიონის ისტორიას, კულტურას და ეთნოგრაფიას, დროს კი უფრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარებთ.
ჩირუხი მაღალმთიანი აჭარის ორი მუნიციპალიტეტის - ხულოსა და შუახევის საზღვარზე მდებარეობს და აქ მოხვედრას სამი სხვადასხვა წერტილიდან შეძლებთ, რომელიც ქვემოთ მოცემულ მარშრუტებში დეტალურადაა აღწერილი. საკმაოდ გრძელია იმ ტურისტული ობიექტებისა და ღირსშესანიშნაობების სია, რომელიც ამ მარშრუტებზე შეგიძლიათ მოინახულოთ:
ვერსია I: ბათუმი - ჩირუხი - სარიჩაირი - ყაროგოლი - ბაკიბაკო - ხიხაძირი - თხილვანა - თეთრობი - გოდერძი - 152კმ
ვერსია II: ბათუმი - ჩირუხი - სარიჩაირი - ყაროგოლი - ბაკიბაკო - ხიხაძირი - თხილვანა - თეთრობი - გოდერძი - ბეშუმი - 160 კმ
ვერსია III: ბათუმი - ჩირუხი - სარიჩაირი - ყარაგოლი - ბაკიბაკო - ხიხაძირი - სხალთა -ზამლეთი - 165კმ
ვერსია I: გოდერძი - თეთრობი - თხილვანა - ხიხაძირი - ბაკიბაკო -ყაროგოლი -სარიჩაირი - ჩირუხი - ბათუმი - 152 კმ
ვერსია II: ბეშუმი - გოდერძი - თეთრობი -- თხილვანა - ხიხაძირი - ბაკიბაკო- ყაროგოლი -სარიჩაირი -- ჩირუხი - ბათუმი -160კმ
ვერსია III: ზამლეთი - სხალთა - ხიხაძირი - ბაკიბაკო - ყარაგოლი -სარიჩაირი -- ჩირუხი -ბათუმი - 165 კმ
ბათუმი: ბათუმი - ჩირუხი
მანძილი: ბათუმი - ჩირუხი -110 კმ
მგზავრობის ხანგრძლივობა: 2 სთ
ეს მარშრუტი, სამი შემოთავაზებულიდან, ყველაზე მარტივია და პირდაპირ ჩირუხის იაილაზე გადის. გზად შეგვიძლია მოვინახულოთ ოქროპილაურის ციხე, დარჩიძეების ციხე, თავად იაილაზე კი - ჩირუხსკოეს იგივე შრატიანის ტბა, ჟინალის ჩანჩქერი და, ასევე, პიკნიკიც მოვაწყოთ სპეციალურ ადგილას, სადაც დაგვხვდება გადახურული ფანჩატური, ღია ბუხარი, საქანელა და ჰამაკების დასამაგრებელი მოწყობილობები.
აქედან გავივლით ზიპ-ლაინზე მისი მუშაობის გრაფიკის მიხედვით და ბათუმისკენ გავემგზავრებით. ჩირუხში, სოფელ პაპოშვილებში და ბათუმი-ახალციხის გზატკეცილთან ახლოს მდებარე სოფელ ოქროპილაურში შეგვხვდება საოჯახო სასტუმროები, სადაც შეგვიძლია ლანჩზე გავჩერდეთ და დავისვენოთ.
(დაშვება ხდება ხულოდან - შუახევისკენ)
მანძილი გოდერძი - ჩირუხი: 42 კმ
მგზავრობის ხანგრძლივობა: 2 სთ
ეს მარშრუტი იწყება გოდერძის უღელტეხილიდან (მანძილი ბათუმიდან გოდერძიმდე - 120 კმ), რომლის სიახლოვეს მდებარეობს მწვანე ტბა, შავი ტბა და ალპური ბოტანიკური ბაღი. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ველოსიპედითაც გაისეირნოთ და 24 კმ სიგრძის ალპური ველომარშრუტი გაიაროთ, რომელიც ასევე მოიცავს ზემოთ ნახსენებ ორივე ტბას, ალპურ საძოვრებს და სოფელ დანისპარაულს.
გოდერძის უღელტეხილიდან თეთრობის იაილას მიმართულებით მივდივართ, შემდეგი მოსანახულებელი ლოკაციები კი შუამთის ტბები და ხიხანის ციხეა. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სოფელ ხიხაძირში შეისვენოთ ან ღამისთევითაც დარჩეთ.
აქედან გადავდივართ ბაკოს და სარიჩაის იაილებისკენ, მოვინახულებთ ყარაგოლის ტბას და ჩირუხისკენ ვიღებთ გეზს. ჩირუხის იაილებზეც არის შესაძლებელი საოჯახო სასტუმროებში დარჩენა. აქვე მოვინახულებთ შრატიანის, იგივე ჩირუხის ტბას, ჟინალის ჩანჩქერს და პიკნიკსაც მოვაწყობთ ერთ-ერთ ბორცვზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. ეს არის საპიკნიკე-მოსასვენებელი სივრცე, რომელიც მოიცავს საცეცხლურს, ფანჩატურს, საქანელებს და ჰამაკების ადგილს (სასურველია ჰამაკები თან იქონიოთ).
ზიპ-ლაინის დათვალიერებისა და აქტივობების დასრულების შემდეგ, უკვე შეგვიძლია ბათუმისკენ დავიძრათ. სოფელ პაპოშვილებში შესაძლებელია გაჩერება ან ღამისთევით დარჩენა საოჯახო სასტუმროებში „მარეთი“ და „ვაზისუბანი“. აქედან მივდივართ ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალისკენ, გზად კი მოვინახულებთ დარჩიძეებისა და ოქროპილაურის ციხეებს.
ბათუმი - სხალთა - სოფელი ხიხაძირი - ხიხანის ციხე - სარიჩაის იაილა - ჩირუხის იაილა - ჩირუხის ზიპ-ლაინი - შუახევი - ბათუმი (გამგზავრება ხულოდან შუახევის მიმართულებით)
მანძილი: კმ
მგზავრობის ხანგრძლივობა: 1 სთ
ეს უფრო კულტურული და საგანმანათლებლო მარშრუტია, რადგან ბუნებრივი ღირშესანიშნაობების გარდა, აქ შეგვიძლია მოვინახულოთ ფურტიოს თაღოვანი ხიდი, სხალთის უძველესი სამონასტრო კომპლექსი, შ. ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმი და აჭარის სიამაყე XII საუკუნის ისტორიული ძეგლი - ხიხანის ციხე. მარშრუტი მდინარე სხალთის ხეობით სოფელ ხიხაძირისკენ გადის, სადაც ადგილობრივ საოჯახო სასტუმროში შეგვიძლია ღამის გათევა. ტური შეიძლება ხიხანის ციხის დათვალიერებასაც მოიცავდეს, რის შემდეგ მარშრუტი ჯერ ბაკოს და სარიჩაის იაილებისკენ, შემდეგ კი ყარაგოლის ტბისკენ მიემართება. მომდევნო მოსანახულებელი ლოკაციებია: ჩირუხსკოეს ტბა, ჩირუხის იაილა და ექსკურსიის მთავარი წერტილი -ჩირუხის ზიპ-ლაინი.
ზიპ-ლაინი (Zip Line) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივობაა, რომლის შექმნის მიზანი ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება იყო, დღეს კი მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
ზიპ-ლაინი ეს არის მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს ორ პლატფორმას (სადგურს) შორის გადაჭიმულ მდგრადი ფოლადის კაბელებს, რაზეც სპეციალურად აღჭურვილი ადამიანი მაღალი წერტილიდან ეშვება შედარებით დაბლა მდებარე პუნქტისკენ.
ზიპ-ლაინი განსაკუთრებით მიმზიდველია ბუნების, თავგადასავლების და ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის. ეს აქტივობა სრულიად უსაფრთხოა, თუ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ყველა წესი დაცულია.
ზიპ-ლაინი ყველასათვის ხელმისაწვდომი აქტივობაა, თუმცა, გარკვეული შეზღუდვები მაინც არის:
თუ ზიპ-ლაინზე დაშვებას პირველად აპირებთ, სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:
ყველა ტიპის გამოწვევის დროს ფსიქოლოგიური მზაობა მნიშვნელოვანია, ექსტრემალურ აქტივობებში კი განსაკუთრებით საჭიროა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ზიპ-ლაინზე დაშვებისას.
ზიპ-ლაინის ინსტრუქტორის უპირველესი ვალდებულება თითოეული ვიზიტორის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღებაა. მან მაღალი დონის პროფესიონალიზმი უნდა გამოავლინოს, რათა სტუმარმა მაქსიმალურად დადებითი გამოცდილება მიიღოს და ახალი ენერგიით დაიმუხტოს.
თუ ზიპ-ლაინზე დაშვება ცუდი ამინდის გამო უნდა გაუქმდეს, შემოთავაზებული იქნება:
ზიპ-ლაინის უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა ატარებდეს ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებულ მკაფიოდ გამოხატულ წესებს და ამის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მომხმარებელს.