სოფელი სახალვაშო მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 30 მეტრზე. საოჯახო სახლიდან იშლება უმშვენიერიესი აჭარის ხედები, სწორედ აქ მდებარეობს გადამფრენ ფრინველთა საიმიგრაციო დერეფანი, სადაც მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს. მასპინძელი ოჯახი გამოირჩევა განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობით. ოჯახში შესაძლებელია ამ კუთხისათვის დამახასიათებელი ტრადიციული აჭარული კერძების დაგემოვნება, ასევე რძის პროდუქტების მომზადება, სახლს აქვს დიდი ეზო ხეხილის და ციტრუსის ბაღებით. სოფელი სახალვაშო მდებარეობს ბათუმიდან 13 კმ-ში, ქობულეთიდან 19 კმ-ში, ჩაქვიდან 5 კმ-ში.
საძინებელი: 4
საწოლი: 10
საოჯახო სასტუმრო
ფასი: 40₾
საკონტაქტო ინფორმაცია:
+995 558676262
+995 568595142
ქობულეთი
სოფ. სახალვაშო
გაზიარება: