ზებო

გობრონეთი აჭარის ერთ-ერთი უძველესი სოფელია, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება აჭარისწყლის ხეობაზე. სოფელში მისვლამდე შეგიძლიათ ნახოთ უნიკალური ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები. ასევე სოფლის შემოგარენის დათვალიერებისას დატკბებით ულამაზესი ბუნებით, მოინახულებთ ჩანჩქერს, კოლხურ ტყეს და ლატევრის ტყის მიდამოებს. საოჯახო სასტუმრო სახლი „ზებო“ გაგიმასპინძლდებათ ტრადიციული აჭარული კერძებით, როგორიცაა მალახტო, აჭარული ხაჭაპური, სახლში გამომცხვარი შოთები. გარდა ამისა ოჯახი ეწევა მეფუტკრეობას, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნატურალური თაფლი. სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ ჭაჭის და ღვინის გამოხდის, თონეში შოთის ჩაკვრის და ასევე თამბაქოს დაჭრის პროცესში. ოჯახში ინახება 100-ზე მეტი ეთნოგრაფიული მასალა. მასპინძელი გთავაზობთ ახლომდებარე ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას (დანდალოს თაღოვანი ხიდი, ტაკიძეების ციხე, ხაბელაშვილების ხის ხიდი,  გომის მთა   (2 200 მ).


საძინებელი: 4

საწოლი: 12

რას გთავაზობენ

საოჯახო სასტუმრო


საკონტაქტო ინფორმაცია:

+995 593 93 34 03

+995 593 93 34 03


ქედა

სოფელი გობრონეთი



გაზიარება:

სხვა განთავსების ობიექტები

ამირან გორგილაძის საოჯახო სახლი

ქობულთი

საოჯახო სასტუმრო

გიორგი გორგილაძის საოჯახო სასტუმრო

ქობულთი

საოჯახო სასტუმრო

გოჩა გორგილაძე საოჯახო სახლი

ქობულთი

საოჯახო სასტუმრო

გოჩა გორგილაძის საოჯახო სახლი

ქობულთი

საოჯახო სასტუმრო

ემზარ შარაშიძის საოჯახო სახლი

ქობულთი

საოჯახო სასტუმრო

ზურაბ დუმბაძის საოჯახო სახლი

ქობულთი

საოჯახო სასტუმრო

ზუკა

ქობულთი

საოჯახო სასტუმრო