დიდაჭარობა

,,დიდაჭარობა" სასულიერო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდაჭარაში. მოციქული ანდრია პირველწოდებული საქართველოში, სწორედ დიდაჭარიდან შემოვიდა და იქადაგა ქრისტიანობა, ამავე სოფელში აიგო პირველი ტაძარი და მოინათლა მოსახლეობა.

ღონისძიების ფარგლებში, იმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორ - მასწავლებლები, საერო და სასულიერო პირები. კონფერენციის თემა  ყოველწლიურად იცვლება. ამას გარდა,  წარმოდგენილია სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომი და პრეზენტაცია. კონფერენციის შემდეგ, წირვა აღევლინება სხალთის ტაძარში   და იმართება ტრაპეზი.

სასულიერო დღესასწაულის შემდეგ, იმართება ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.

ყოველწლიურად, დღესასწაულზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ.

,,დიდაჭარობა"-ზე ასული სტუმრები სურვილის შემთხვევაში ასევე მოინახულებენ ხულო-თაგო- სხალთის ტურისტულ მარშრუტს, ისტორიული სხალთის ხეობას, შერიფ ხიმშიაშვილის სახლმუზეუმს და ხიხანის ციხეს.

ჩატარების თარიღი: 12 მაისი

ჩატარების ადგილი: ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი დიდაჭარა

სხვა ღონისძიებები

მერისობა

,,მერისობა" სახალხო დღესასწაულია, რომელსაც მერისის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა აღნი

მაჭახლობა

„მაჭახლობა“ სახალხო დღესასწაულია, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ს

ქედელობა

"ქედელობა" ანუ "შემოდგომა ქედაში", სახალხო დღესასწაულია, რომელიც ქედაში, ამ დღისთვის 

ზამლეთობა

,,ზამლეთობა" სახალხო დღესასწაულია, რომელიც პირველად 2014 წელს აღინიშნა და ყოველწლიურად იმა

კოლხობა

,,კოლხობა" სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივებმა 1979 წელს ჩამოაყალიბეს ლაზური ფოლკ

მარეთობა

,,მარეთობა" ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად 7 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტშ