ქედელობა

ქედელობა ანუ შემოდგომა ქედაში, სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად იმართება ქედაში, სპეციალურად ამ დღისთვის დეკორირებულ ცენტრალურ პარკში. ტრადიციულად ეწყობა ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნამუშევრების, ტრადიციული კერძების, ნახატებისა და ქედის ისტორიული მუზეუმის ექსპონატების გამოფენა. იმართება არა ერთი სპორტული აქტივობა ქართულ ჭიდაობასა თუ მკლავჭიდში. მოწვეული ანიმატორები მთელი ღონისძიების ფარგლებში აქტიურად ცდილობენ პატარა სტუმრების გამხიარულებასა და გართობას.

ამ ყველაფერთან ერთად სტუმრებს შესაძლობლობა აქვთ თვალყური ადევნონ და მონაწიელობა მიიღოთ თამბაქოს ჭრის პროცესში, დააგემოვნონ ქედის განსაკუთრებულად გემრიელი და განთქმული ღვინოები: ცოლიკაური (თეთრი) და ჩხავერი (წითელი). ამასთან პარარელურ რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების შთამბეჭდავი კონცერტი. ღონისძიების მსვლელობისას ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის საპატიო ქედელის გამოვლენას.

ქედელობის დღესასწაულზე მიმავალს შეგიძლიათ გზად, სოფელ მახუნცეთში მდებარე ჩანჩქერი და თამარ მეფის თაღოვანი ხიდი მოინახულოთ.

ჩატარების თარიღი: ოქტომბერ-ნოემბერი

ჩატარების ადგილი: ქედის მუნიციპალიტეტი 

სხვა ღონისძიებები

მერისობა

მერისობა სახალხო დღესასწაულია, რომელსაც მერისის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა აღნიშნა

ზამლეთობა

ზამლეთობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც პირველად 2014 წელს აღინიშნა და ყოველწლიურად იმართე

მაჭახლობა

„მაჭახლობა“ სახალხო დღესასწაულია, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ს

კოლხობა

კოლხობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივებმა ლაზური ფოლკლორისა და ტრადიციების შესა