კავიანის ციხე-სიმაგრე

კავიანის ციხე აჭარაში,  სოფელ ხიჭაურში მდებარეობს, კავიანის სერზე, მდინარე ჭვანისწყალისა და აჭარისწყლის შესართავის მარცხენა მხარეს. ციხე ორი განყოფილებისაგან შედგება. პირველი განყოფილება, სავარაუდოდ, სამსართულიანი უნდა ყოფილიყო და სხვადასხვა დანიშნულების სათავსოს წარმოადგენდა, რაზეც ჩვენამდე მოღწეული ფოსოები მეტყველებს. ნაგებობის კედელში ორი სარკმელია დატანებული. ციხის ამ კოშკში სწორკუთხა ფორმის, კირითაა შელესილი ორმოა შემორჩენილი. მეორე განყოფილებაში, კარგადაა შემონახული არაწესიერი მართკუთხედის ფორმის კოშკი, რომელიც ასევე სამი სართულისაგან შედგებოდა. სარკმლები ამ კოშკშიც გვხვდება. შედარებით კარგადაა მოღწეული ციხის ეზოს დასავლეთი კედელი. კედლის სიგრძე 7,1 მეტრია, სიმაღლე კი - 5 მეტრი. ციხე ნაგებია ფლეთილი ქვებით, წყობაში გამოყენებულია რიყის ქვებიც

საკონტაქტო ინფორმაცია:
ხიჭაური, შუახევი
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ჩანჩხალოს ციხე
ჩანჩხალოს ციხე

ციხეები შუახევი

ნიგაზეულის ციხესიმაგრე
ნიგაზეულის ციხესიმაგრე

ციხეები შუახევი

ოთოლთას ციხე
ოთოლთას ციხე

ციხეები შუახევი

ოქროპილაურის ციხე
ოქროპილაურის ციხე

ციხეები შუახევი

დარჩიძეების ციხე
დარჩიძეების ციხე

ციხეები შუახევი