მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმი აჭარაში, ქალაქ ბათუმში მდებარეობს, მ. აბაშიძის ქუჩის 7 ნომერში. მემედ აბაშიძე გახლავთ ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი. სწორედ მისი მემორიალური ნივთებისა და ბიოგრაფიის გაცნობას შეძლებთ მუზეუმში. მემედ აბაშიძე 1873 წელს დაიბადა ქალაქ ბათუმში. იგი სამოღვაწეო ასპარეზზე XX საუკუნის დასაწყისში გამოვიდა და სისტემატურად ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში. ის ასევე აქტიურად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც რამდენიმეჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს. მემედ აბაშიძე ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. ის ფლობდა არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებს და ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის და ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. მემედ აბაშიძის სახელობის ქუჩა არსებობს ბათუმსა და თბილისში.
საკულტო ნაგებობები ბათუმი
საკულტო ნაგებობები ბათუმი
საკულტო ნაგებობები ბათუმი
საკულტო ნაგებობები ბათუმი
საკულტო ნაგებობები ბათუმი
საკულტო ნაგებობები ბათუმი