გაზაფხული

გაზაფხულის გრძელ დღეებში,  აჭარაში ჩამოსულ დამსვენებლებს მეტი დრო აქვთ ულამაზესი საზღვაო სანაპიროს, ბულვარისა და აჭარის მთების სანახავად. გაზაფხულზე რეგიონი იღვიძებს: ქალაქი, მთები, მინდვრები, ბაღები, ქუჩები ფერადდება, ცოცხლდება და ივსება სასიამოვნო სურნელით. ამინდი არის არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი. წელიწადის ამ დროს, საკმაოდ ხშირია წვიმები, ამიტომ, რეკომენდებულია ბარგთან ერთად საწვიმრისა და ქოლგის თან ტარება.

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ აჭარას გაზაფხულზე
  1.  ისარგებლებთ ფასდაკლებებით განთავსების ობიექტებზე;
  2.  არ დაგეკარგებათ დრო რიგში დგომაში, უფრო მეტ დროს გაატარებთ მუზეუმებსა და სხვა ღირშესანიშნავ ადგილებში;
  3.  ისიამოვნებთ მაგნოლიების სურნელითა და კამელიების ფერადოვნებით ბათუმის ქუჩებში სეირნობისას;
  4.  დააგემოვნებთ უნიკალურ და უგემრიელეს მარწყვს მაღალმთიანი აჭარის სოფლებში;
  5.  წელიწადის ამ დროს ფრენები გაცილებით იაფია.

გაზიარება