შემოდგომა

შემოდგომა კიდევ ერთი ჯადოსნური და პოპულარული პერიოდია აჭარაში სამოგზაუროდ: ფერადი მრავალსაუკონოვანი ხეები, ფოთოლცვენა, შემოდგომის ულამაზესი ფერები, მოსავლის აღება და სასიამოვნოდ თბილი ტემპერატურა. ადგილობრივების აზრით, აჭარაში, ზღვაზე დასასვენებლად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი სექტემბერია, ამის  ძირითადი მიზეზი კი სწორედ ამინდია. თბილი დღეები აქ, სუბტროპიკული კლიმატის წყალობით, ოქტომბრამდე გრძელდება, რომელიც საუკეთესო პირობას ქმნის როგორც ზღვაზე დასასვენებლად, ასევე აჭარის სოფლებში სამოგზაუროდ და ღვინის მარშრუტების მოსანახულებლად.

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ აჭარას შემოდგომაზე
  1.  დაესწროთ ფესტივალს „ განდაგანა“ , რომელიც საშუალებას მოგცემთ შეიგრძნოთ ადგილობრივი ტრადიციები და იმოგზაუროთ აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად;
  2.  მიიღოთ მონაწილეობა ციტრუსის კრეფის პროცესსა და რთველში;
  3.  დააკვირდეთ მილიონობით გადამფრენ ფრინველს სხვადასხვა სათვალთვალო პლატფორმიდან;
  4.  მთიანი აჭარის რომელიმე სოფელში, ღია ცის ქვეშ მოუსმინოთ ადგილობრივ ფოლკლორს;
  5.  დააგემოვნოთ უგემრიელესი სეზონური კერძები და ხილი.

გაზიარება