სარფი

საზღვრისპირა საკურორტო დაბა-სარფი ბათუმიდან 20 კმ-ში მდებარეობს. აქედან უკვე მოჩანს მეზობელი თურქეთის ტერიტორია. მთის ქედები აქ მაქსიმალურად ახლოსაა ზღვასთან. პლაჟი არც ისე დიდია, მაგრამ ეს ერთადერთი ადგილია აჭარაში, სადაც ზღვაში კლდიდან ხტომას შეძლებთ. განთავსება შეგიძლიათ როგორც სასტუმროებში, ასევე საოჯახო სასტუმრო სახლებში. პლაჟზე ქირავდება შეზლონგები და პლაჟის ქოლგები. სარფი-ეს არის ადგილი, სადაც ძველი ქართული ეთნოსი-ლაზები ცხოვრობენ, რომლებიც ახლაც ინარჩუნებენ მათ უძველეს კულტურას და ენას. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჩანჩქერი. სარფში მდებარეობს სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომლის გავლის შემდეგაც შეგიძლიათ თურქეთში მოხვდეთ როგორც ფეხით, ასევე მანქანით.

ძირითადი ატრაქციები

ნახეთ ამ ლამაზი ქალაქის ძირითადი ატრაქციები