ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსი პეტრა-ციხისძირი VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით აშენდა. ციხე -ქალაქი გამორჩეული იყო უნიკალური სამხედრო სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობით. პეტრა-ციხისძირის ტერიტორიაზე გადიოდა გზა, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთს - საქართველოს, ბიზანტიის, სომხეთისა და სპარსეთის ცენტრალურ რეგიონებთან აკავშირებდა.
ციხე ბათუმიდან 17 კილომეტრში, ცენტრალურ გზაზე, სოფელ ციხისძირში მდებარეობს. ციხის მონახულება უფასოა.
სამუშაო საათები:
10:00-18:00
სერვისები და ფასები:
უფასო
როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსით ბათუმი-ქობულეთი,
მის.: კათოლიკური ეკლესიის ეზო.
ტაქსით;
კონტაქტი:
(+995) 599 73 71 74
ციხეები
ქობულეთი
ქობულეთი