აღწერა

აღწერა:

მახუნცეთის თაღოვანი ხიდი XII საუკუნით თარიღდება. იგი ქალაქიდან 30 კმ-ის, ხოლო ბათუმი-ხულოს ცენტრალური გზიდან 54 მეტრის დაშორებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მდებარეობს.

ხიდი დიდი ზომისაა და კლდის ბუნებრივ ბურჯებს ეყრდნობა. ბურჯიდან ბურჯამდე ხიდის ჰორიზონტალური სიგრძე 19.5 მეტრია, ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე - 28.7 მ, სიგანე შუაწელზე კი 2.5 მეტრი. თაღის სიმაღლე წყლის დონიდან 5.6 მეტრია, ხოლო თაღის ზედაპირამდე - 6.3 მეტრი. ხიდს საუკუნეების განმავლობაში უტარდებოდა აღდგენით-გამაგრებითი სამუშაოები, რაც დასტურდება დამატებითი ქვის წყობის რიგებით, რომლებიც სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან ზომით, ფორმითა და წყობის ხასიათით.

ხიდი დიდი ზომისაა და კლდის ბურჯებს ეყრდნობა. მის ასაშენებლად ვულკანური კლდის ქვაა გამოყენებული.ხიდი დღესდღეობით კარგ მდგომარეონაში და ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთ ყველა მონახულებად ხიდადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

მუნიციპალიტეტი:

ქედა

 

 

როგორ მოვხვდეთ


მიკროავტობუსი: ბათუმი-ქედა, ბათუმი-შუახევი, ბათუმი-ხულო,

მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიკოვსკის ქ. №1

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

ღვინის ტური აჭარაში

    მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი  მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან  სოფელ აჭარისწყლამდე - 18 კმმარშრუტის ტიპი: საავტომობილომარშრუტის სირთულე:  მარტივიგზის საფარი: ასფალტირებული გზა და სასოფლო გრუნტიანი გზაფიჭური ქ ...

მსგავსი ადგილები

ფურტიოს ხიდი

ხელვაჩაური

ხიდები

ცხემლარას თაღოვანი ხიდი

ხელვაჩაური

ხიდები