ლელთის ტბა


თუ უქმეებზე ოჯახთან ერთად ავტომობილით ბუნებაში საპიკნიკედ გასვლა გადაწყვიტეთ და ამავდროულად გსურთ შემოდგომის ხედებით დატკბეთ, აუცილებლად ეწვიეთ ჭვანას ხეობას. ამ დროს შერეულფოთლებიან ტყეებში ნამდვილი შემოდგომა სუფევს. სწორედ ამ ხეობაში, სოფელ ნაღვარევში მდებარეობს ლელთის ტბა, რომელიც შემოდგომისას თვალწარმტაცად გამოიყურება და საოცარ კონტრასტს ქმნის მოთოვლილი მთების ფონზე. ამავე ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი. აქამდე ცნობილი იყო რომ სალამანდრისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი აჭარაში მხოლოდ კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე ტბიყელის ტბაში ბინადრობდა. ტბაზე შესაძლებელია ტივით გასეირნება და პიკნიკი. სანამ ტბას ეწვევით, აუცილებლად გაისეირნეთ ხაბელაშვილების ხის ხიდზე, რომელიც ერთადერთი გადახურული ხიდია აჭარაში და სამ საუკუნეს ითვლის. ხაბელაშვილების ხიდიდან  ადვილად გაიკვლევთ გზას წისქვილების სოფლამდეც, სადაც დღემდე ფუნქიონირებს რამოდენიმე წყლის ბორბალზე მოქმედი სოფლის წისქვილი.

 

სამუშაო საათები:
ტბის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდია: მაისი-ოქტომბერი.

 

როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსით ბათუმი-ნაღვარევი,
მის.: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.

კატეგორია

ტბები

შუახევი


კონტაქტი

შუახევი

სხვა ადგილები

ალპური ბოტანიკური ბაღი

ხულო

ეროვნული პარკები

პეტრას ციხე

ქობულეთი

ციხეები

მტირალას ეროვნული პარკი

ქობულეთი

ეროვნული პარკები

ქობულეთის დაცული ტერიტორია

ქობულეთი

ეროვნული პარკები

კინტრიშის ეროვნული პარკი

ქობულეთი

ეროვნული პარკები

მაჭახელას ეროვნული პარკი

ხელვაჩაური

ეროვნული პარკები

გონიოს ციხე

ბათუმი

ციხეები

ხიხანის ციხე

ხულო

ციხეები