ხიხანის ციხე


ხიხანის ციხე განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა. ის სხალთა-ხიხიანის წყლის სათავეებთან, ბათუმიდან 125 კილომეტრის დაშორებით, აჭარა-შავშეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2635 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ციხე XII-XIII საუკუნის ძეგლს განეკუთვნება და სამხედრო დანიშნულების ნაგებობას წარმოადგენდა. ციხეების კომპლექსი გაშენებულია ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე და დამშვენებულია ოთხი კოშკით. კედლებში დატანებულია სათვალთვალო სარკმლები, ასევე ციხეში იყო სხვადასხავა დანიშნულების  შენობათა ნაშთები, როგორიცაა თონე, მარანი, ეკლესია, დღემდეა შემორჩენილი ჭა.

ხიხიანიც ციხე რამდენიმე საუკუნის მანძილზე აჭარის ერისთავების -აბუსერიძეთა სარეზიდენციო ადგილი იყო.

როგორ მივიდეთ ციხემდე:

ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან ხიხაძირის მიმართულებით გადის მიკროავტობუსი ყოველდღიურად 10:00 საათზე

სოფელ ხიხიაძირი- ბათუმი 09:00

მგზავრობის ღირებულება: 8 ლარი

სოფელ ხიხაძირიდან ხიხანის მთის ძირამდე  8 კილომეტრიან გზის  გააგრძელება მოგიწევთ ფეხით ან დაიქირავებთ მაღალი გამავლობის ავტომობილს (ღირებულება 50-60 ლარი). შეჩერდებით  საპიკნიკე ადგილზე, სადაც შეისვენებთ, წყაროზე წყალს მოიმარაგებთ  და 1.5 კილომეტრიან გზას გააგრძელებთ ვიწრო ბილიკზე ციხის მიმართულებით.

კატეგორია

ციხეები

ხულო


კონტაქტი

ხულო

სხვა ადგილები

ალპური ბოტანიკური ბაღი

თუ აქტიური ტურისტი ხართ და გეგმავთ აჭარაში მაქსიმალურად საიტერესო მოგზაურობა მოიწყოთ, ...

პეტრას ციხე

ისტორიულ -არქეოლოგიური კომპლექსი პეტრა-ციხისძირი VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინია...

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. 16 ათას ჰექტარზე გაშლილი პარკი ს...

ქობულეთის დაცული ტერიტორია

ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარები ბათუმიდან 28 კილომეტრში მდებარეობს. ისპანის უნიკალური ჭაობი-...

კინტრიშის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკი ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანასა და ხინოს მთებს შორის ...

მაჭახელას ეროვნული პარკი

პარკი განთავსებულია ბათუმიდან 30 კილომეტრში, მდინარე მაჭახელას ხეობაში, თურქეთის საზღვართან ახლოს....

გონიოს ციხე

  ციხე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია საქართველოში. პირველ საუკუნეში რომაელების მიერ ა...

ზენდიდის ციხე

ზენდიდის ციხე ბათუმიდან დაახლოებით 42 კილომეტრში, ხოლო ქედის ცენტრიდან 2 კილომეტრში მდებარეო...