ხაბელაშვილების ხიდი


25 მეტრიან ხიდს ადგილობრივები უნიკალური ხაბელაშვილების ხის ხიდის სახელით მოიხსენიებენ. დაახლოებით 3 საუკუნის წინ ხიდი მშნებელს ადგილობრივი სოფლების ერთმანეთთან დასაკავშირებლად აუგია. ხიდი ბზის მასალითაა აგებული, გამოყენებულია წაბლის მასალაც, მისი ბალავარი კი ქვითკირითაა ნაგები.

ხაბელაშვილების ხის კოჭებიანი ხიდი წარსულში ყავრით იყო გადახურული, მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში კი, დაზიანების გამო, ხიდი თუნუქით გადახურეს. ხიდის მთავარი საყრდენი ბურჯები ქვის თაღოვანი ხიდების ანალოგიურია და კარგად დამუშავებული ქვებითაა აშენებული, კირის ხსნარზე.

2013 წელს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხიდს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა, როგორც  უნიკალურ და უიშვიათესს დასავლეთ საქართველოში, თავისი გადახურვით, სამშენებლო ელემენტებითა და ავთენტურობით.

2015 წელს კი ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღდგენითი სამუშაოები სწორედ 300 წლის წინანდელი მეთოდოლოგიით განხორციელდა და მასში სპეციალისტებთან ერთად ძირითადად ადგილობრივები იყვნენ ჩართულნი.

ამ ხიდზე თავის დროზე ცხენებით და ურმებით გადადიოდნენ, დღესდღეობით კი ძირითადად საფეხმავლო დანიშნულებისაა.

როდესაც აჭარაში მოხვდებით, გაეშურეთ შუახევის მუნიციპალიტეტისაკენ, იქ კი ჯერ სოფელი ხაბელაშვილები იკითხეთ, თვითონ სოფელში კი ხიდი და გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ლეგენდა, თუ კი ხიდზე გავლისას მდინარეში მონეტას გადააგდებთ და სურვილს ჩაიფიქრებთ, აუცილებლად აგისრულდებათ.

როგორ მივიდეთ:

ხიდამდე მისვლა შესაძლებელია შუახევისა და ხულოს მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსებით, რომლებიც ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან ყოველ 30 წუთში ერთხელ გადის (მაიკოვსკის ქ. №1)მგზავრობის ღირებულება 4-5 ლარი.

ორგანიზებული ინდივიდუალური ან ჯგუფური ექსკურსიით.

ტაქსით - დაახლოებით 60-80 ლარი.

საკუთარი ტრანსპორტით.

კატეგორია

ხიდები

შუახევი


კონტაქტი

შუახევი

სხვა ადგილები

ალპური ბოტანიკური ბაღი

თუ აქტიური ტურისტი ხართ და გეგმავთ აჭარაში მაქსიმალურად საიტერესო მოგზაურობა მოიწყოთ, ...

პეტრას ციხე

ისტორიულ -არქეოლოგიური კომპლექსი პეტრა-ციხისძირი VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინია...

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. 16 ათას ჰექტარზე გაშლილი პარკი ს...

ქობულეთის დაცული ტერიტორია

ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარები ბათუმიდან 28 კილომეტრში მდებარეობს. ისპანის უნიკალური ჭაობი-...

კინტრიშის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკი ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანასა და ხინოს მთებს შორის ...

მაჭახელას ეროვნული პარკი

პარკი განთავსებულია ბათუმიდან 30 კილომეტრში, მდინარე მაჭახელას ხეობაში, თურქეთის საზღვართან ახლოს....

გონიოს ციხე

  ციხე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია საქართველოში. პირველ საუკუნეში რომაელების მიერ ა...

ხიხანის ციხე

ხიხანის ციხე განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა. ის სხალთა-ხიხიანის წყლის სათავეებთან, ბა...