ცხემლარას თაღოვანი ხიდი


ცხემლარას თაღოვანი ხიდი შუა საუკუნეებშია აგებული. იგი მდინარე მაჭახალეზეა გადაჭიმული და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხემლარაში, სოფელ აჭარისწყლიდან 7-8 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ხიდი აგებულია ვიწრო ადგილზე დამრეცი თაღით. ბურჯებს შორის სიგრძე 19,6 მეტრია, სავალი ზედაპირის კი — 22 მ. ხიდის სიმაღლე მდინარის ზედაპირიდან თავბანდის თავამდე 5,55 მ, ბურჯის სიმაღლე — 2 მეტრია, ხოლო სისქე ქუსლში — 1,40 მ. ხიდის სიგანე შუაწელში 1,65 მ-ია, მისასვლელებთან 2,2. მარჯვენა მისასვლელის სიგანე 8 მეტრია, სიგრძე 9 მ, მარცხენა ასასვლელის ზომები შედარებით მცირეა.

ცხემლარას თაღოავნი ხიდი სხვა ხიდებისგან ქვების წყობით, დიდი მალითა და მცირე სიმაღლით გამოირჩევა. სწორედ ამ ხიდით სარგებლობდა ცხემლარას მოსახლეობა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ახალი სამანქანე ხიდის აშენებამდე. ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

2008 წელს მას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, მას შემდეგ თაღს ამჩნევია მეორადი ქვის ფენა, რაც მიუხედავად შენარჩუნებული ვიზუალისა და სიმაზისა, მაინც უკარგავს პირველად სახეს.

როგორ მივიდეთ ხიდამდე:

მაჭახელაში დადის მუნიციპალური ტრანსპორტი, მგზავრობის ღირებულება -2 ლარი

ბათუმი - ქვედა ჩხუტუნეთი 16:00

ქვედა ჩხუტუნეთი - ბათუმი 07:00

ორგანიზებული ინდივიდუალური ან ჯგუფური ექსკურსიით

ტაქსით (დაახლოებით 100 ლარი)

კატეგორია

ხიდები

ხელვაჩაური


კონტაქტი

ხელვაჩაური

სხვა ადგილები

ალპური ბოტანიკური ბაღი

ხულო

ეროვნული პარკები

პეტრას ციხე

ქობულეთი

ციხეები

მტირალას ეროვნული პარკი

ქობულეთი

ეროვნული პარკები

ქობულეთის დაცული ტერიტორია

ქობულეთი

ეროვნული პარკები

კინტრიშის ეროვნული პარკი

ქობულეთი

ეროვნული პარკები

მაჭახელას ეროვნული პარკი

ხელვაჩაური

ეროვნული პარკები

გონიოს ციხე

ბათუმი

ციხეები

ხიხანის ციხე

ხულო

ციხეები