შუამთის ტბები


ყოველწლიურად კურორტ ბეშუმს ათასობით ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს, თუმცა ვიზიტორების უმეტესობისამ არ იცის,, რომ ბეშუმიდან 1 საათის საფეხმავლო და ნახევარი საათის სამანქანე გზაზე, შუამთის საზაფხულო საძოვრებზე, 3 ულამაზესი, სიმწვანეში ჩაფლული ტბა მდებარეობს. საზაფხულო საძოვრიდან ხედები იშლება ხიხანის ციხესა და მის შემოგარენზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ტბებზე გადაიღეს საქართველოდან ოსკარზე წარდგენილი ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“. ჯამში შუამთის იაილებში 5 ტბაა, რომელთაგან სამი მოზრდილია, ხოლო 2 შედარებით პატარაა. შუამთის ტბები, თავისი ავთენტური გარემოდან გამომდინარე, დიდ ინტერესს იწვევს მოლაშქრეებში, ფოტოგრაფებსა და ჯიპ-ტურის მოყვარულებში. ხშირად ტბებზე ღრუბლების მასა ჩამოწვება ხოლმე, რაც გასაოცარ და ერთგვარ მისტიურ გარემოსაც კი ქმნის.

ტბების მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდია: ივნისი-სექტემბერი

კატეგორია

ტბები

ხულო


კონტაქტი

ხულო

სხვა ადგილები

ალპური ბოტანიკური ბაღი

თუ აქტიური ტურისტი ხართ და გეგმავთ აჭარაში მაქსიმალურად საიტერესო მოგზაურობა მოიწყოთ, ...

პეტრას ციხე

ისტორიულ -არქეოლოგიური კომპლექსი პეტრა-ციხისძირი VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინია...

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. 16 ათას ჰექტარზე გაშლილი პარკი ს...

ქობულეთის დაცული ტერიტორია

ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარები ბათუმიდან 28 კილომეტრში მდებარეობს. ისპანის უნიკალური ჭაობი-...

კინტრიშის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკი ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანასა და ხინოს მთებს შორის ...

მაჭახელას ეროვნული პარკი

პარკი განთავსებულია ბათუმიდან 30 კილომეტრში, მდინარე მაჭახელას ხეობაში, თურქეთის საზღვართან ახლოს....

გონიოს ციხე

  ციხე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია საქართველოში. პირველ საუკუნეში რომაელების მიერ ა...

ხიხანის ციხე

ხიხანის ციხე განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა. ის სხალთა-ხიხიანის წყლის სათავეებთან, ბა...