დანდალოს ხიდი


დანდალოს თაღოვანი ხიდი IX-X საუკუნეებით თარიღდება. იგი ბათუმიდან 60 კმ-ის დაშორებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში, ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზის მახლობლად მდებარეობს.

ხიდი კლდოვანი ქანებით არის აგებული მდინარის ვიწრო ადგილას და მისი სიგანე 20 მეტრს აღწევს. ხიდი თხელი თაღითა და დახვეწილი პროპორციებით გამოირჩევა. ბურჯები კლდეზეა აღმართული, მათზე შემორჩენილია ხარაჩოების ბუდეების ფოსოები. ხიდის სავალი ნაწილი დაფარულია უსწორო ქვებით, მარცხენა ნაპირსკენ ხიდი მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით „უხვევს“. ხიდის ბურჯები კლდეზეა აღმართული.

ხიდის პარამეტრები: ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე ბურჯიდან ბურჯამდე 35.9 მეტრია, სიგანე ხიდის შუა ნაწილში 2.7 მეტრია, ნაპირძე ბურჯებთან - 3.6 მეტრი. ბურჯიდან ბურჯამდე მანძილი 21.7 მეტრს აღწევს. სიმაღლე წყლის დონიდან თაღის ზემო ნაწილამდე 8.5, ხოლო წყლის დონიდან თაღამდე 7.6 მეტრია.

დანდალოს ხიდი თხელი თაღითა და დახვეწილი პროპორციებით გამოირჩევა. ქვის თაღოვანი ხიდი საქართველოს ქვის თაღოვან ხიდებს შორის სანიმუშო ძეგლადაა მიჩნეული.

ხიდი დღესდღეობით კარგ მდგომარეობაშია და ფუნქციონირებს.

როგორ მივიდეთ ხიდამდე:

ხიდამდე მისვლა შესაძლებელია ქედის მიკროავტობუსით, რომლებიც ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან ყოველ 30 წუთში გადის (მაიკოვსკის ქ. №1)მგზავრობის ღირებულება ღირებულება 2 ლარი.

შუახევისა და ხულოს მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსებით - ბათუმის ძველი ავტოსადგური. ღირებულევა 4-5 ლარი.

ორგანიზებული ინდივიდუალური ან ჯგუფური ექსკურსიით.

ტაქსით - დაახლოებით 50-70 ლარი.

საკუთარი ტრანსპორტით.

კატეგორია

ხიდები

ქედა


კონტაქტი

ქედა

სხვა ადგილები

ალპური ბოტანიკური ბაღი

ხულო

ეროვნული პარკები

პეტრას ციხე

ქობულეთი

ციხეები

მტირალას ეროვნული პარკი

ქობულეთი

ეროვნული პარკები

ქობულეთის დაცული ტერიტორია

ქობულეთი

ეროვნული პარკები

კინტრიშის ეროვნული პარკი

ქობულეთი

ეროვნული პარკები

მაჭახელას ეროვნული პარკი

ხელვაჩაური

ეროვნული პარკები

გონიოს ციხე

ბათუმი

ციხეები

ხიხანის ციხე

ხულო

ციხეები