ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალპური მარშრუტი

 

 

 

მარშრუტის სირთულე: მარტივი
მარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო.
მარშრუტის საერთო სიგრძე: 41 კმ.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 2-3  დღე. 
სიმაღლე ზღვის დონიდან: 2000-2300 მ.
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრული
მარშრუტი აქტიურია გვიანი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე

 

მარშრუტი ორ მაღალმთიან მუნიციპალიტეტს - შუახევსა და ხულოს აკავშირებს ერთმანეთთან ისე, რომ ტურისტებს არ უწევთ ბათუმი- ახალციხის ცენტრალური მაგისტრალით მოძრაობა. მარშრუტის დიდი ნაწილი აჭარის სოფლებსა და ალპურ საძოვრებზე (იაილებზე) გადის. მარშრუტის დაწყება შეიძლება, როგორც ჩირუხის (შუახევი), ასევე გოდერძის (ხულო) მხრიდან.

 ალპური  მარშრუტის ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი ძირითადი მიმართულება იწყება მთა ჩირუხთან ახლოს ( შუახევის მუინიციპალიტეტი), რომელიც ბათუმიდან  92 კილომეტრითაა დაშორებული. მარშრუტი მიჰყვება ალპურ ზონას და  გოდერძის მაღალმთიან უღელტეხილზე, (2025 მ. ზღვის დონიდან) ხულოს მუნიციპალიტეტში სრულდება.

მარშრუტის დასაწყისშივე იშლება ალპური საძოვრების პანორამული ხედები პატარა ხის სახლებით, რომლებშიც ღამისთევა და წახემსებაა შესაძლებელი. აქაურ საოჯახო სასტუმროებსა და იაილებში დარჩენა საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი ტრადიციების, სამზარეულოს, ადგილობრივების ყოველდღიური ცხოვრების გასაცნობად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მისაღებად.

ჩირუხის მთებში შეგხვდებათ  ჩირუხის ტბა და ჩანჩქერი ჯინალი. მარშრუტი გრძელდება  ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც ნახავთ ყარაგოლის ტბას, შუამთის ტბებსა და ალპურ მდელოებს. ხიხანის ციხის მონახულებამდე, ღამის გათევა შეგიძლიათ  მიმდებარე სოფლებში- ბაკიბაკო ან ხიხაძირი.

მარშრუტის მთავარი დანიშნულების ადგილი ხიხანის ციხეა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აჭარის ისტორიაში. ის ზღვის დონიდან 2236 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. მარშრუტის გაგრძელებისას, განთავსება შეგიძლიათ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების- თხილვანასა და წიფლნარას მთის საძოვრებზე შეფენილ სეზონურ სახლებში.

მარშრუტი სრულდება გოდერძის უღელტეხილზე (ზღვის დონიდან 2025 მ.), სადაც შეგიძლიათ ნახოთ მწვანე ტბა და გოდერძის ალპური ბაღი.

 

მარშრუტის აღწერა გოდერძის უღელტეხილიდან

სურვილის შემთხვევაში მარშრუტზე მოგზაურობა შეგიძლიათ დაიწყოთ გოდერძის უღელტეხილიდან, რომელიც ბათუმიდან 115 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამ შემთხვევაში, მარშრუტი ალპურ ზონაში, გოდერძის უღელტეხილიდან იწყება (ზღ. დ. 2025 მ). მანამდე კი მწვანე ტბის და გოდერძის ალპური ბაღის მონახულება შეგიძლიათ.

ხიხანის ციხეზე ასვლამდე, შეგიძლიათ მოინახულოთ შუამთის ტბები და ღამით ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში დარჩეთ -თხილვანა, წიფლნარა, ბაკიბაკო და ხიხაძირი. მარშრუტის გაგრძელებისას, მცირე ტბებსაც შეხვდებით, ხულოს მუნიციპალიტეტში- ტბა ყარაგოლი, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტში - ჩირუხის ტბა.

მარშრუტი სრულდება ალპურ საძოვრებზე - ჩირუხის მთაზე, საიდანაც  იშლება

პანორამული ხედები პატარა ხის სახლებით, რომლებშიც ღამისთევა და წახემსებაა შესაძლებელი. აქვე ნახავთ ჯინალის ჩანჩქერს.

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალისკენ მიმავალ გზაზე, მარეთის ხეობის გავლით შეგიძლიათ დარჩეთ სოფელ დარჩიძეებისა და პაპოშვილების საოჯახო სასტუმროებში. სოფელ დარჩიძეებში  მოინახულებთ XI-XIII საუკუნეების დარჩიძეების ციხეს, სოფელ ოლადაურში ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მარშრუტის ბოლოს კი ოქროპილაურის ციხეს (XI-XIII).

 

ტრანსპორტი

სამარშრუტო მიკროავტობუსი: მარშრუტზე სასურველია იმოგზაუროთ მაღალი გამავლობის ავტომანქანით 4×4, ან ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც  ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან გადის (მის: მაიაკოვსკის №1)  სოფელი პაპოშვილებისა დარჩიძეების მიმართულებით; ღამე დარჩებით სოფელ პაპოშვილებში ან დარჩიძეებში მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებში. ადგილზე დაიქირავებთ მაღალი გამავლობის ტრანსპორტს ან გზას გააგრძელებთ ფეხით, სურვილის შემთხვევაში ველოსიპედით.

ავთობუსი ბათუმი-შუახევი გადის ყოველდღიურად, 07:50-18:50, ყოველ ნახევარ საათში, ფასი 4- ლარი.

სამარშრუტო მიკროავტობუსი  ბათუმი- დარჩიძეები მოძრაობს კვირაში ორჯერ:სამშაბათი, პარასკევი, 14:00, ფასი  6 ლარი.

ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, დაბა შუახევიდან თეთრობისა და ჩირუხის მთების მიმართულებით, კვირაში ერთხელ,  წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით,  სამარშრუტო მიკროავტობუსი დადის. მგზავრობა უფასოა.

 

რეკომენდაციები:

წყალი შეგიძლიათ მოიმარაგოთ სოფლებში და იაილებში;

თუ თქვენ ავტომობილით გამგზავრებას გადაწყვეტთ, საჭიროა გამოცდილი მძღოლი და მანქანა 4X4;

ამინდი მთებში ხშირად იცვლება და განსაკუთრებით ხშირია უეცარი ნისლის ჩამოწოლა.

ტრანსპორტისა და გიდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  შესაძლებელია დაუკავშირდეთ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:

+995 577 90 90 93/ +995 577 90 90 15

ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა კონტაქტებიც შეგიძლიათ იხილოთ ვებ- გვერდზე:  www.visitajara.com

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 112 (ემერჯენსი)

სხვა მარშრუტები

თაგო - სხალთის საფეხმავლო...

    მარშრუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლი. მისი გავლა შესაძ...

მერისის ხეობა

    მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ. მან...

მტირალას ეროვნული პარკი

    პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო&nb...

ღვინის ტური აჭარაში

    მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი  მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან  ...

მაჭახელას თოფის გზა

მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმარშრუტის დასაწყისი / დასასრული:  ბათუმი - სოფელი ზედა ჩხ...

ველომარშრუტი ბათუმი-მირვე...

  მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლ...

მოგზაურობა აჭარულ სოფელში...

    მარშრუტის ტიპი - საავტომობილომანძილი ბათუმიდან - 55 კილომეტრიმანძილი ქედიდან - 10 კი...

სამთო-სათხილამურო კურორტი...

მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმა...

სხალთა-ხიხანის ისტორიულ-...

  მარშრუტის სირთულე: მარტივი მარშრუტის საერთო სიგრძე: 104.3 კმ ხანგრძლივობა: 2 სთ.30 წთ. &...

ეკო-სათავგადასავლო მარშრუ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედო, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე:  საშ...

ღორჯომის ხეობა - მთა ლეკნ...

მარშრუტის სირთულე: საავტომობილოდ - რთული (4x4); საფეხმავლოდ - საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საც...

გადამფრენ ფრინველებზე დაკ...

მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ფრინველთა მიგრაცია ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც აჭარაში. ფრინ...

ხულო - სოფ. თაგო - მთა არ...

მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედემარშრუტის სა...

დაბა ხულო - სოფ. უჩხო - ს...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან 6.5 კმ., საფეხმავლო 3.1 კმ.მარ...

დაბა ხულო - სოფ. ზედა დეკ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან სოფ. ქედლებამდე - 4.8 კმ.; ხ...