ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალპური მარშრუტი

 

 

მარშრუტის სირთულე: მარტივი
მარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო.
მარშრუტის საერთო სიგრძე: 41 კმ.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 2-3  დღე. 
სიმაღლე ზღვის დონიდან: 2000-2300 მ.
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრული
მარშრუტი აქტიურია გვიან გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე

 

მარშრუტი ორ მაღალმთიან მუნიციპალიტეტს - შუახევსა და ხულოს აკავშირებს ერთმანეთთან ისე, რომ ტურისტებს არ უწევთ ბათუმი- ახალციხის ცენტრალური მაგისტრალით მოძრაობა. მარშრუტის დიდი ნაწილი აჭარის სოფლებსა და ალპურ საძოვრებზე (იაილებზე) გადის. მარშრუტის დაწყება შეიძლება, როგორც ჩირუხის (შუახევი), ასევე გოდერძის (ხულო) მხრიდან.

ჩირუხის-ხიხანი-გოდერძი ალპური  მარშრუტის ძირითადი მიმართულება იწყება მთა ჩირუხთან ახლოს ( შუახევის მუინიციპალიტეტი), რომელიც ბათუმიდან  92 კილომეტრითაა დაშორებული. მარშრუტი მიჰყვება ალპურ ზონას და სრულდება გოდერძის მაღალმთიან უღელტეხილზე (2025 მ. ზღვის დონიდან) ხულოს მუნიციპალიტეტში.

მარშრუტის დასაწყისშივე იშლება ალპური საძოვრების პანორამული ხედები პატარა ხის სახლებით, რომლებშიც ღამისთევა და წახემსებაა შესაძლებელი. აქაურ საოჯახო სასტუმროებსა და იაილებში დარჩენა საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი ტრადიციების, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის,  ყოველდღიური ცხოვრების  და სამზარეულოს გასაცნობად.

ჩირუხის მთებში შეგხვდებათ  ჩირუხის ტბა და ჩანჩქერი ჯინალი. მარშრუტი გრძელდება  ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც ნახავთ ყარაგოლის ტბას, შუამთის ტბებსა და ალპურ მდელოებს. ხიხანის ციხის მონახულებამდე, ღამის გათევა შეგიძლიათ  მიმდებარე სოფლებში ბაკიბაკო ან ხიხაძირი.

მარშრუტის მთავარი დანიშნულების ადგილი ხიხანის ციხეა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აჭარის ისტორიაში. ის ზღვის დონიდან 2236 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. მარშრუტის გაგრძელებისას, განთავსება შეგიძლიათ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების თხილვანასა და და წიფლნარას მთის საძოვრებზე შეფენილ სეზონურ სახლებში.

მარშრუტი სრულდება გოდერძის უღელტეხილზე (ზღვის დონიდან 2025 მ.), სადაც შეგიძლიათ ნახოთ მწვანე ტბა და გოდერძის ალპური ბაღი.

 

მარშრუტის აღწერა გოდერძის უღელტეხილიდან

სურვილის შემთხვევაში მარშრუტზე მოგზაურობა შეგიძლიათ დაიწყოთ გოდერძის უღელტეხილიდან, რომელიც ბათუმიდან 115 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამ შემთხვევაში, მარშრუტი ალპურ ზონაში, გოდერძის უღელტეხილიდან იწყება (ზღ. დ. 2025 მ). მანამდე კი მწვანე ტბის, და გოდერძის ალპური ბაღის მონახულება შეგიძლიათ.

ხიხიანის ციხეზე ასვლამდე შეგიძლიათ მოინახულოთ შუამთის ტბები და ღამით ხულოს მუნიციპალიტეტსი სოფლებში თხილვანა, წიფლნარა, ბაკიბაკოსა და ხიხაძირში დარჩეთ. მარშრუტის გაგრძელებისას მცირე ტბებსაც შეხვდებით, ხულოს მუნიციპალიტეტში ტბა ყარაგოლი, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტში - ჩირუხის ტბა.

მარშრუტი სრულდება ალპურ საძოვრებზე - ჩირუხის მთაზე, საიდანაც  იშლება ალპური საძოვრების პანორამული ხედები პატარა ხის სახლებით, რომლებშიც ღამისთევა და წახემსებაა შესაძლებელი. აქვე ნახავთ ჯინალის ჩანჩქერს.

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალისაკენ მიმავალ გზაზე, მარეთის ხეობის გავლით შეგიძლიათ დარჩეთ სოფელ დარჩიძეებისა და პაპოშვილების საოჯახო სასტუმროებში. სოფელ დარჩიძეებში შეგიძლიათ მოინახულოთ XI-XIII საუკუნეების დარჩიძეების ციხე, სოფელ ოლადაურში ეთნოგრაფიული მუზეუმი, მარშრუტის ბოლოს კი ოქროპილაურის ციხე (XI-XIII).

 

ტრანსპორტი

სამარშრუტო მიკროავტობუსი: მარშრუტზე სასურველია იმოგზაუროთ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით 4×4, ან წახვიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც გადის ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან (მის: მაიაკოვსკის №1)  სოფელი პაპოშვილებისა დარჩიძეების მიმართულებით, ღამეს გათენებთ სოფელ პაპოშვილებში ან დარჩიძეებში მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებში, ადგილზე დაიქირავებთ მაღალი გამავლობის ტრანსპორტს ან გზას გააგრძელებთ ფეხით სურვილის შემთხვევაში ველოსიპედით.

ბათუმი-შუახევი ყოველდღიურად 07:50-18:50 ყოველ ნახევარ საათში ფასი 4- ლარი.

ბათუმი- დარჩიძეები სამარშრუტო მიკროავტობუსი სამშაბათი, პარასკევი 14:00 ფასი  6 ლარი

დაბა შუახევიდან თეთრობისა და ჩირუხის მთების მიმართულებით და ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე დადის სამარშრუტო მიკროავტობუსი კვირაში ერთხელ წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით. მგზავრობა არის უფასო.

რეკომენდაციები:

წყალი შეგიძლიათ მოიმარაგოთ სოფლებში და იაილებში;

თუ თქვენ ავტომობილით გამგზავრებას გადაწყვეტთ, საჭიროა გამოცდილი მძღოლი და მანქანა 4X4;

ამინდი მთებში ხშირად იცვლება და განსაკუთრებით ხშირია უეცარი ნისლის ჩამოწოლა.

ტრანსპორტისა და გიდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  შესაძლებელია დაუკავშირდეთ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:

+995 577 90 90 93/ +995 577 90 90 15

ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა კონტაქტებიც შეგიძლიათ იხილოთ ვებ- გვერდზე:  www.visitajara.com

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 112 (ემერჯენსი)

სხვა მარშრუტები

თაგო - სხალთის საფეხმავლო მარშრუტი

  მარშუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლ ი. მისი გავლა შეს...

მერისის ხეობა

  მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ მა...

მტირალას ეროვნული პარკი

  პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო&...

ღვინის ტური აჭარაში

  მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი  მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან &nbs...

მაჭახელას თოფის გზა

  მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმარშრუტის დასაწყისი / დასასრული:  ბათუმ...

ველომარშრუტი ბათუმი-მირვეთი-ბათუმი

  მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლ...

მოგზაურობა აჭარულ სოფელში - გობრონეთი

  მარშუტის ტიპი - საავტომობილომანძილი ბათუმიდან - 55 კილომეტრიმანძილი ქედიდან - 10 კ...

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი

მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმა...